fbpx

23 ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

 

 

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართულ პავილიონს ანა ქეი წარადგენს

პროექტი საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ 10 განაცხადს შორის შეარჩია. ინსტალაციაზე მხატვარმა New Museum-ის კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. გამარჯვებული არტისტი პროექტში მთავარ სიმბოლოდ ადამიანის სიცოცხლის მამოძრავებელ ძალას – წყალს და უძველესი ქართული ასომთავრული ანბანის იეროგლიფებს იყენებს.

2019 წლის ბიენალე 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: http://agenda.ge/

 

ნახეთ: ანიმაცია “თოვლის გუნდა” 32 წლის შემდეგ თავიდან გადაიღეს

წყარო: https://www.youtube.com

 

Apple-მა საშობაო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა

წყარო: https://was w.youtube.com

 

გერმანიაში გრიგოლ რობაქიძის “ჩაკლული სული” გამოიცა

წიგნი გერმანულმა გამომცემლობა Arco Verlag-მა გამოსცა. გრიგოლ რობაქიძემ „ჩაკლული სული“ 1932 წელს გერმანულად დაწერა და პირველად 1933 წელს გერმანიაში დაისტამბა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

სენაკელმა გოგოებმა უსინათლოებისთვის უნივერსალური ხელსაწყო გამოიგონეს

ხელსაწყომ სრულყოფილი უნდა გახადოს უსინათლოთა მომსახურება და დაეხმაროს მათ ადაპტაციაში. გამოგონება გულისხმობს ვიზუალური დეფექტების კომპენსაციას უსაფრთხო ანალიზატორებით – შეხებითა და მოსმენით.

წყარო: https://www.marketer.ge/

 

24 ნოემბერს კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი წარმოგიდგენთ ტურს – ტფილისური არტ ნუვო და გერმანული კვალი ძველ თბილისზე

ტურზე საშუალება გექნებათ მოისმინოთ: ცნობილი არწივებიანი სახლის სევდიანი ისტორია, ნახოთ ერთადერთი სახლი, რომელსაც ქართულად აწერია ,,სალამი“, დაათვალიეროთ ძველი თბილისის სასტუმროები და ა.შ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ბაფტას მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინვეი თბილისის კინოფესტივალზე ჩამოვა

გრინვეი პროფესიონალი და მოყვარული კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასებს გამართავს.

წყარო: http://go.on.ge/wgx

 

9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

შოკოლადი საახალწლო სამზადისის ერთ-ერთი განუყოფელი ნუგბარია, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბოტანიკური ბაღი ყველაზე გემრიელ ფესტივალზე გიწვევთ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადდება ცხელი შოკოლადი და, რა თქმა უნდა, შოკოლადის შადრევანი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

დისნეიმ ახალი სიმბას პირველი ტიზერი გამოუშვა

დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური ფილმის, “მეფე ლომის” ახალი ვერსია 2019 წლის 19 ივლისს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.