fbpx

სამხედრო სამიზნეები: როგორ იქმნება მტრის ხატი


გააზიარე სტატია

 

Targets – ასე ჰქვია გერმანელი ფოტოგრაფის, ჰერლინდა კიოლბლის პროექტს, რომელზეც 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში მან მსოფლიოს 30-მდე ქვეყანა, მათ შორის აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ავღანეთი, ნორვეგია, ერაყი, დიდი ბრიტანეთი მოიარა, სადაც სამხედრო-საწვრთნელ პოლიგონებსა და სამხედრო ბაზებს იღებდა.

კიოლბლის ობიექტივში ის სამიზნეები ხვდებოდა, რომელთა მეშვეობითაც სამხედროები ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის უნარებს ითვისებდნენ. ფოტოგრაფის თქმით, პროექტით იმის ჩვენება სურდა, თუ როგორც იქმნება „მტრის ხატი“ სხვადასხვა ქვეყნებში.

 

გერმანია

 

აშშ

კიოლბლის 250-მდე ფოტოზე ასახული მასალა მართლაც მრავალფეროვანია. მაგალითად, ამერიკელი ჯარისკაცები ველური დასავლეთის არქიტექტურულ სტილში აგებულ პოლიგონზე, იაპონელები – ფუტურისტულ ბეტონის ლაბირინთებში ვარჯიშობენ.

საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში „მიზანს“ ადამიანის სახე აქვს, ზოგან – აბსტრაქტულია.

 

არაბთა გაერთიანებული საემიროები

 

დიდი ბრიტანეთი

ჰერლინდა კიოლბლმა ამ პროექტით მრავალ ქვეყანაში მოაწყო გამოფენა. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ჯარისკაცებისგან აღებული ინტერვიუებიც მოესმინათ. ფოტოგრაფის თქმით, ომის დროს სწორედ ეს ადამიანები ხდებიან ერთმანეთის სამიზნეები, რაც ტრაგიკული და დამაფიქრებელია.

 

გერმანია

 

აშშ

 

სამხრეთ აფრიკა

 

არაბთა გაერთიანებული საემიროები

 

ავღანეთი

 

მალი

 

ავსტრია

 

იაპონია

 

ლიბანი

 

მარცხნივ გერმანია, მარჯვნივ სამხრეთ კორეა

 

დიდი ბრიტანეთი

 

საფრანგეთი

 

ნორვეგია

 

ალჟირი

 

დასავლეთ საჰარა

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.