პაულა რეგუს გამოფენა პარიზში


გააზიარე სტატია

 

პარიზში, ორსეს მუზეუმის ორანჟერის გალერეაში გაიხსნა პორტუგალიელი მხატვრის, პაულა რეგუს გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია  70-მდე ნამუშევარი, მათ შორის – ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება.

 

 

პაულა რეგუ 1935 წლის 26 იანვარს ლისაბონში დაიბადა. სამხატვრო ხელოვნებაში პირველი გაკვეთილები  ბავშვობაში პორტუგალიაში მიიღო. 1951 წელს სწავლა დიდ ბრიტანეთში განაგრძო, ჯერ ჩელსის სამხატვრო სკოლაში იღებდა განათლებას, მოგვიანებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლეიდის სამხატვრო სკოლა დაამთავრა, სადაც ისეთ ცნობილ არტისტებთან ერთად სწავლობდა, როგორებიც არიან: ლუსიენ ფრეიდი, ფრენსის ბეკონი და დევიდ ჰოკნი.

  • Prey. 1986

  • Snare. 1987

  • The Maids. 1987

  • The Dance. 1988

  • Little Miss Muffet I  1989

 

პაულა რეგუს ნამუშევრები ექსპრესიულია და მოკლებულია ყოველგვარ სენტიმენტალიზმს. გარდა ამისა, ის სასპენსის ოსტატია. მისი პერსონაჟები თითქოს დანაშაულის მოლოდინში არიან და დამთვალიერებლებში შფოთვისა და დაძაბულობის გრძნობას იწვევენ. ძალაუფლებისა და ძალადობის ბუნება, ქალის სოციალური როლი  – მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემებია.

  • Sing a Song of Six Pence. 1990

  • A Frog he would a-wooing go I. 1990

  • Scavengers. 1990

  • Dancing Ostriches from Disney’s Fantasia. 1995

  • Geppetto washing Pinocchio. 1996

 

საინტერესოა ისიც, რომ პაულა რეგუს ჯერ კიდევ ბავშვობაში  ოჯახური ტრაგედია გადახდა თავს. მისმა მამიდებმა, რომლებიც მდიდარი პორტუგალიელის ოჯახში მოსამსახურეებად მუშაობდნენ, სახლის დიასახლისი და მისი ქალიშვილი მოკლეს. ბიოგრაფების თქმით, რეგუს მსოფლმხედველობასა და ხელწერაზე დიდი გავლენა მოახდინა ამ ფსიქოლოგიურმა ტრავმამ. აქედან გამომდინარე, მის ნამუშევრებში ერთმანეთშია გადახლართული პირადი წარსული, მხატვრების  – უილიამ ჰოგარტის, ჯეიმს ენსორის, ონორე დომიეს სიუჟეტები, ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურა და პორტუგალიური ფოლკლორი.

  • In the Wilderness. 1999

  • Angel / The Crime of Father Amaro series. 1998

  • La fête. 2003

  • Fisherman. 2003

  • Fisherman. 2003

  • The Balzac Story. 2011


რეკომენდებული სტატიები
"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ

"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ

"GPI ჰოლდინგი" და "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" საქართველოს არქიტექტურის გამოფენას მასპინძლობენ
რინგტურმის საგამოფენო სივრცეში “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ორგანიზებით გაიხსნა საქართველოს არქიტექტურული გამოფენა – “საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის”
რუსეთი სენტიმენტების გარეშე: ვასილი შულჟენკოს მხატვრობა

რუსეთი სენტიმენტების გარეშე: ვასილი შულჟენკოს მხატვრობა

რუსეთი სენტიმენტების გარეშე: ვასილი შულჟენკოს მხატვრობა
ვასილი შულჟენკოს შემოქმედებისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ზოგს ჰქონია, რომ არტისტს კარგად ესმის „რუსული სულის“, ბევრი კი ფიქრობს, რომ მას რუსები სძულს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.