ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

ფოტო: ბერნარდო ბერტოლუჩი, მარლონ ბრანდო და მარია შნაიდერი

 

რომში, თავის სახლში, ავადმყოფობის შედეგად 77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი.

ბერტოლუჩის ეკუთვნის  ისეთი გახმაურებულ ფილმები, როგორებიცაა “მეოცნებენი”,  “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, “კონფორმისტი”, “ალყაში” და კინოკლასიკის სხვა შედევრები.


 

1987 წელს, ბერტოლუჩის ფილმს “უკანასკნელი იმპერატორი” საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში ოსკარი მიენიჭა, ხოლო თვითონ ბეტროლუჩი საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

 

 

2007 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე, ბერნარდო ბერტოლუჩიმ “ოქროს ლომი” მიიღო, 2011 წელს კი, კანის ფესტივალზე, მას გასაცეს ჯილდო კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.