fbpx

ბესიკ მაზიაშვილის ინსტალაცია ბერლინში


გააზიარე სტატია

 

გერმანიის დედაქალაქში ქართველი ხელოვანის, ბესიკ მაზიაშვილის ინსტალაცია დაიდგა. გამოფენა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, ბერლინის კედლის ფონზე გაიხსნა.

ინსტალაცია სამხრეთ ოსეთთან ე.წ. საზღვრის  ნიშნის გამოყენებითაა შექმნილი და ავტორი პარალელს ავლებს ორი ქვეყნის ისტორიაში ხელოვნურად აღმართულ კედლებს შორის.

 

 

გამოფენის მთავარი გზავნილით, ხელოვანს სურს გერმანელ დამთვალიერებლებს შეახსენოს, რომ ისტორია კვლავ მეორდება და იგივე ძალები ევროპაში 21-ე საუკუნეშიც აშენებენ ხელოვნურ საზღვრებს. ამასთანავე, ბერლინის კედლის ნარჩენი თავისუფლების სიმბოლოა, ხოლო სანამ ევროპაში კედლებს აშენებენ, სრულ თავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.