fbpx

26 ნოემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

გერმანიის დედაქალაქში ქართველი ხელოვანის, ბესიკ მაზიაშვილის ინსტალაცია დაიდგა

გამოფენა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, ბერლინის კედლის ფონზე გაიხსნა.

ინსტალაცია სამხრეთ ოსეთთან ე.წ. საზღვრის  ნიშნის გამოყენებითაა შექმნილი და ავტორი პარალელს ავლებს ორი ქვეყნის ისტორიაში ხელოვნურად აღმართულ კედლებს შორის.

გამოფენის მთავარი გზავნილით, ხელოვანს სურს გერმანელ დამთვალიერებლებს შეახსენოს, რომ ისტორია კვლავ მეორდება და იგივე ძალები ევროპაში 21-ე საუკუნეშიც აშენებენ ხელოვნურ საზღვრებს. ამასთანავე, ბერლინის კედლის ნარჩენი თავისუფლების სიმბოლოა, ხოლო სანამ ევროპაში კედლებს აშენებენ, სრულ თავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია.

 

 

26 ნოემბერს, 19:00 საათზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ციკლის – “შეხვედრები თეატრალურში” ფარგლებში, რეჟისორ თემურ ჩხეიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება.

Image may contain: 1 person, text

წყარო: https://www.facebook.com/

 

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოჩენილი ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და საზოგადო მოღვაწის, გოგი ოჩიაურის წიგნი “ხევსურული მოთხრობები” გამოსცა.

Image may contain: text

წყარო: https://www.facebook.com/

 

ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გზებზე მავნე საკვების რეკლამის აკრძალვა იგეგმება

ინიციატივა ძალაში 2019 წლის 25 თებერვალს უნდა შევიდეს.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ბრიტანელი რეჟისორი, კინოპროდიუსერი და სცენარისტი ნოკოლას როეგი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

ხელოვნების სასახლემ თეატრის მხატვრობის მე-6 ტომი გამოსცა

No automatic alt text available.

წიგნი ნიკოლოზ ყაზბეგს ეძღვნება. მთლიანობაში 30 ტომის გამოცემაა დაგეგმილი.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ ინგლისურ ენაზე ითარგმნა

Image may contain: text

რომანი გამომცემლობა Francis Boutle Publishers-მა გამოსცა. წიგნი ინგლისურ ენაზე ნატალია ბუკია-პეტერსმა და შარლოტა ჰობსონმა თარგმნეს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ ბულგარულ ენაზე გამოიცა

Image may contain: text

რომანი ბულგარულად ირინა პირაევამ თარგმნა და გამომცემლობა AGATA-A Publishers-მა გამოსცა.  

„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება.

„სამხრეთული სპილო“ არჩილ ქიქოძის პირველი რომანია.

წყარო: https://www.facebook.com

 

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „8 წუთი“ ვენესუელის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ნომინაციაში გაიმარჯვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Ti Bot • თი ბოტი payment awards-ის გამარჯვებულია მსოფლიოში საუკეთესო ალტერნატიულ გადარიცხვებში

წყარო: http://www.fstech.co.uk

 

 

საბავშვო ევროვიზია 2018-ის გამარჯვებული პოლონეთი გახდა, რომელმაც 215 ქულა დააგროვა

საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი 144 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=PT-EzzJxySI


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.