fbpx

რუსული და უკრაინული ხომალდების შეჯახების ვიდეო და რაციების ჩანაწერები ქერჩის სრუტედან


გააზიარე სტატია

 

ინტერნეტში გავრცელდა რუსული და უკრაინული ხომალდების შეჯახების ვიდეო და მათი ეკიპაჟების რაციების ჩანაწერები.

 

 

უკრაინულმა ინტერნეტ-რესურსმა liga.net-მა გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების რუს მესაზღვრეებთან საუბრების ჩანაწერები “ქერჩის ინციდენტის” დაწყებისას. პირველ ჩანაწერში უკრაინული ეკიპაჟის წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინელები სამხედროები არ აპირებენ იარაღის გამოყენებას და არ ახდენენ შეიარაღებულ აგრესიას. სხვა ჩანაწერებში უკრაინული ეკიპაჟის წევრი ამბობს, რომ მათ ბორტზე ყავთ დაჭრილები. ჩანაწერებში ასევე ისმის თუ როგორ მოითხოვენ რუსი მესაზღვრეები ეკიპაჟის ყველა წევრის გემბანზე გასვლას აწეული ხელებით.

რუსეთის ფეერალური უშიშროების სამსახურმა (ФСБ) დაადასტურა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ღამით დაცხრილეს და დააკავეს ორი უკრაინული სამხედრო კატერი და ბუქსირი. უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავებულებმა სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს. უკრაინული მხარის განცხადებით, დაკავებამდე, რუსული სასაზღვრო ხომალდი უკრაინულ ბუქსირს დაეჯახა. უკრაინული გემები ოდესიდან მარიუპოლისკენ გადაადგილდებოდნენ, მაგრამ ისინი რუსმა მესაზღვრეებმა არ გაატარეს ქერჩის სრუტეში, რის მიზეზადაც უსაფრთხოების ზომები დაასახელეს.

რადიო “ეხო მასკვის” მთავარი რედაქტორის – ალექსეი ვენეიქტოვის შეფასებით, მოგებული ე.წ. “ქერჩის კრიზისით” ორივე ქვეყნის მთავარსარდალი – ვლადიმერ პუტინი და პიოტრ პოროშენკო რჩებიან. ვენედიქტოვის განცხადებით, რეიტინგის დაკარგვის ფონზე პუტინს სჭირდება ხალხის კონსოლიდაცია “მეზობლის აგრესიის” საშიშროების გარშემო, რომელსაც ზურგს “დასავლელი დამპყრობლები უმაგრებენ”. რაც შეეხება პოროშენკოს, რომლის რეიტინგიც ისეთი დაბალია, რომ იგი ვერ უსწრებს ვერც იულია ტიმოშენკოს და ვერც იური ბოიკოს, საშუალება ეძლევა რომ საომარი მდგომარეობის გამოცხადებით გადაავადოს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში.

უკრაინელი სამხედროებისა და რუსი მესაზღვრეების ჩანაწერები ქერჩის სრუტედან:

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.