fbpx

რა არის Fuckup Nights?


გააზიარე სტატია

Image may contain: 1 person, smiling, text

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ჩაიშალა, პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს!

Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.

 

ვისთვის ვაკეთებთ?

მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

 

ვინ არიან სპიკერები?

ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც  განიცადეს მარცხი, მაგრამ არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა და მზად არიან საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

 

როდის და სად?

გელოდებით 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნეს ისტორიების მოსასმენად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.