29 ნოემბერი დილიდან
მარგარეტ ეტვუდი მხევლის წიგნის მეორე ნაწილს წერს
წიგნის სახელწოდება იქნება “აღსარებები” და ის 2019 წლის სექტემბერში გამოვა.
წყარო: https://www.vox.com/
გალერეა “კონტეინერი” გეპატიჟებათ გამოფენა “ქაღალდზე”, სადაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ადგილობრივი მხატვრების ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრები
წყარო: https://www.facebook.com/
სპანჯბობის შემქმნელი ანიმატორი სტივენ ჰილენბერგი გარდაიცვალა.
57 წლის ჰილენბერგს ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ჰქონდა.
წყარო: https://www.theguardian.com/
ამერიკის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო ფილმი დაასახელა
ტიტული წილად ხვდა პიტერ ფარელის ფილმს, „მწვანე წიგნი“.
წყარო: https://deadline.com/
კრისტენ სტიუარტი კინოსტუდია TriStar Pictures-ის ფილმში – Happiest Season-ში ითამაშებს
ფილმი ახალგაზრდა ქალზე იქნება, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მის შეყვარებულს მშობლებისთვის ჯერ არ უთქვამს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.
წყარო: https://variety.com/
პარასკევს, 30 ნოემბერს საქართველოს ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ეწვევა
30 ნოემბერს, 19:00 საათზე მწერალი მკითხველებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება. შეხვედრისას ერიკ-ემანუელ შმიტი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და დაარიგებს ავტოგრაფებს.
წყარო: https://www.facebook.com/
“სიყვარული საუკეთესო საჩუქარია!” – კინორეჟისორმა ფილ ბისთალმა საშობაო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომლის ბიუჯეტიც 50 ფუნტია.
რეჟისორმა ვიდეორგოლი 2014 წელს გადაიღო, 2018 წელს კი მისი გამოქვეყნების მოტივაცია „ჯონ ლევისის“ სარეკლამო ვიდეორგოლია, რომლის ბიუჯეტიც 10 მილიონი ფუნტი იყო.
წყარო: https://www.youtube.com
29 ნოემბერს გაიმართება არტარეას ლექციების სერიის – „ქართულად” მეექვსე შეხვედრა მწერლებთან – ანა კორძაია-სამადაშვილთან და დავით გაბუნიასთან თემაზე “ქართული ენა: დავით კლდიაშვილი”.
წყარო: https://www.facebook.com/