fbpx

ესკობარის ვილა, რომელიც სასტუმროდ გადააკეთეს


გააზიარე სტატია

 

2012 წელს ამერიკელმა კოლექციონერმა ლიო მალკამ მექსიკის ქალაქ ტულუმთან ახლოს, მექსიკის ყურეს სანაპიროზე მდებარე ვილა შეიძინა. უძრავი ქონება ცნობილ კოლუმბიელ ნარკობარონს პაბლო ესკობარს ეკუთვნოდა და 1993 წლიდან, ნარკომოვაჭრის დაღუპვის შემდეგ, მიტოვებული და თითქმის ნანგრევებად იყო ქცეული.

 

 

ლიო მალკამ ვილის რეაბილიტაციაზე იმუშავა და ფეშენებელურ არტ-სასტუმროდ აქცია.

შენობის ერთ-ერთი ფასადი დაუმუშავებელი ხის ფიცრებით მოპირკეთდა, შესასვლელის ტერასა კი სპარსული ხალიჩებით მორთეს.

 

 

ნაგებობის პირველ სართულზე ბარი და მოსაცდელი დარბაზი განთავსდა, რომელიც კიტ ჰარინგის პრინტებით მოეწყო, ხოლო მეორეზე, სადაც თავდაპირველად მხოლოდ 9 საძინებელი იყო, მალკამ 24 ოთახი მოაწყო.

 

 

ვილის მთავარი ღირსშესანიშნაობა კი ცნობილი არტისტების ნამუშევრებია. სტუმრებს საშუალება აქვთ ნახოთ კენი შეფერის, ბასკიას, რაფაელ გომეშისა და სხვა  მხატვრების ნახატები. ლიო მალკა პერიოდულად ცვლის ექსპონატებს და თანამედროვე არტისტების ნამუშევრებით ანაცვლებს.

ესკობარის ვილაში სტუმრობა საკმაოდ ძვირია. ერთი ღამე 1400 დოლარი ღირს.

 


რეკომენდებული სტატიები
პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება

პარიზული მანსარდები და ბინები, რომლებიც ახლა იყიდება
თუ პარიზში მუდმივად გადაბარგება არ დაგჭირვებიათ, შეიძლება ვერასდროს იგრძნოთ თუ რამდენად საინტერესო პროცესი შეიძლება იყოს ამ ქალაქში საცხოვრებლის ძებნა - თუნდაც მხოლოდ ვირტუალურად.
ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის
ტადაო ანდო იაპონელი თვითნასწავლი არქიტექტორია, რომლის ნიმუშებიც ე.წ. „კრიტიკული რეგიონალიზმის“ ნაწილადაა მიჩნეული. ეს არქიტექტურული მიმდინარეობა ადგილობრივ და გლობალურ არქიტექტურას შორის მედიაციას ცდილობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.