fbpx

პრემია „იკა“ – შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია


გააზიარე სტატია

 

პრემია “იკა” 2018 წლის 18 ნოემბერს დაიბადა.

ის, რასაც იკას ახლობლები და მეგობრები 2 წლის განმავლობაში სახლებში, პირად საუბრებში და ფიქრებში განიხილავდნენ, დღეს უკვე რეალობად იქცა.

პრემია “იკა” – იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ სულ მალე – 22 დეკემბერს გავიგოთ, თუ რაზე ფიქრობენ და რას ქმნიან ის ახალგაზრდა არტისტები, ვისაც ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს.

 

პრემიის შექმნის საფუძველი:

კრეატიული აზროვნების დონე ახალგაზრდულ ასაკში განსაკუთრებით მაღალია. გვსურს დამწყებ არტისტებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათი ნამუშევრები იმსახურებენ ყურადღებას, და რომ მათი შემოქმედება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, 2018 წლის 18 ნოემბერს დაარსდა ახალი პრემია კულტურის დარგში –  “იკა”, რომლის მისიაც ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა. პრემია “იკა“ ეს არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, სხვა კონკურსებისგან განსხვავებით პრემია „იკა“ თავად პოულობს საინტერესო, ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს და აჯილდოებს მათ.

 

 

პრემიაიკა” – ეს არის:

  • ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია
  • ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება
  • ახალი, თანამედროვე კულტურული პლატფორმა

 

პრემიის მიზნებია:

  • ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა
  • ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება
  • ახალგაზრდა არტისტების და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია
  • გამარჯვებული ნომინანტებისთვის შემდგომ საქმიანობაში ხელშეწყობა

 

ნომინაციები: (პრემია “იკა” გაიცემა კულტურის სფეროს 8 ნომინაციაში )

    • ილუსტრაცია
    • პოსტერის/პლაკატის დიზაინი
    • მხატვრობა
    • კინო
    • ფოტოგრაფია
    • ლიტერატურა
    • მუსიკა
    • კრაფტი-ხელნაკეთი ნივთი

 

როგორ პოულობთ ნიჭიერ ახალგაზრდა არტისტებს?

პრემიის თითოეული  ნომინაციისთვის  შეიკრიბა ცნობილი, წარმატებული და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზებული პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. ჩვენ მათ  პრემია “იკას”კულტურის ატაშეებივუწოდეთ. ესენი არიან  უკვე შემდგარი ვიზუალური ხელოვნების არტისტები, გალერისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები, მწერლები, კინემატოგრაფისტები, მუსიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. სწორედ მათი დახმარებით ეძებს პრემია პოტენციურ ნომინანტებს. კულტურის ატაშეები ადგენენ პოტენციური კანდიდატების სიას, რომელიც შემდგომში ეგზავნება 8 ადამიანისგან შემდგარ ჟიურის, რომელთა გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ცერემონიაზე, სადაც გამოვლინდება ყველა ნომინაციაში გამარჯვებული 1 კანდიდატი. ჟიური  ცნობილი ხელოვანების და შემოქმედი ადამიანებისგან შედგება. დროებით მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ჟიურის სრული შემადგენლობა ცნობილი გახდება ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე.

ვინ  არიან “იკას” პრემიის პოტენციური კანდიდატები?

ესენი არიანახალგაზრდა, კრეატიული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი შემოქმედებითი, ორიგინალური ხედვა და პრინციპები. არიან დამწყებნი, ან უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში, მაგრამ მათ ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობს.

რატომ ჰქვია პრემიას “იკა”?

პრემიას სახელი იკა კაკულიას პატივსაცემად ეწოდა. იკამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა.  იყო ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი, ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა შემოქმედებით ინდუსტრიაში და უზომოდ უყვარდა ხელოვნება სამწუხაროდ, იკა 2016 წელს გარდაიცვალა, პრემია  სწორედ მის სახელს ატარებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.