IKEA-ს ავეჯი თქვენს ბინას უკვე შეგიძლიათ ვირტუალურადაც “მოაზომოთ”


გააზიარე სტატია

 

ავეჯისა და საბინაო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია IKEA-მ ანდროიდის სისტემის მომხმარებლებისათვის გამოუშვა აპლიკაცია Place. მისი მეშვეობით, მომხმარებელს მაღაზიაში მისვლამდე შეუძლია შეარჩიოს სასურველი ავეჯი.

პროგრამა ვირტუალური რეალობის სიმულატორის პრინციპით მუშაობს. მომხმარებელი საკუთარი ტელეფონის კამერას ააქტიურებს, მიმართავს იმ ადგილისკენ, სადაც სურს ნივთის განთავსება და ეკრანზევე ხედავს, თუ როგორ გამოიყურება მის მიერ შერჩეული IKEA-ს შესაბამისი ავეჯი. (მობილური პროგრამის ბაზაში 3 ათასამდე დასახელების პროდუქტია შეტანილი).

 

კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, აპლიკაცია მაქსიმალურად ზუსტად და რეალისტურად ახდენს ვირტუალური ავეჯის სიმულირებას, ცვლის გაბარიტებს და ასევე არჩევს  ფერებს.

სერვისის კიდევ ერთი პლუსი იმაში მდგომარეობს, რომ მყიდველს არ უწევს ბინაში სივრცეებისა და ადგილების აზომვა, აპლიკაცია ამ პროცესს ავტომატურად წარმართავს  და მომხმარებელს აძლევს ინფორმაციას გაბარიტებთან დაკავშირებით.

აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია პლატფორმაზე Google Play.

 


რეკომენდებული სტატიები
გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“
Play Video

გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“

გაჯეტომანია: ჰამაკი-შეზლონგი, ჯიბის პრინტერი და „ჭკვიანი ნივთები“
თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურად ახალ, გაუმჯობესებულ მატერიებსა და ქსელში ინტეგრირებულ, „ჭკვიან“ ნივთებს გვთავაზობს, რომლებიც ადამიანის გონებისთვის ხშირად წარმოუდგენელ ან ერთი შეხედვით გამოუყენებელ ფუნქციებს ან ინფორმაციას გვაწვდის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.