fbpx

3 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Image may contain: text

 თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ნინო ლეჟავას ფილმით – “აღლუმი” გაიხსნება.  3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით კინომანები ფილმებს რამდენიმე სექციაში ნახავენ. მათ შორისაა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, ქართული პანორამა, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში და ევროპული ფორუმი.

ტრადიციულად, ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა იტალიაა. 

ნახAT  თბილისის კინოფესტივალი: წარდგენილი ფილმები და კინომცოდნეების რეკომენდაციები

თბილისის კინოფესტივალი: წარდგენილი ფილმები და კინომცოდნეების რეკომენდაციები

ფოტო: https://www.facebook.com/

 

ქართველების წარმატება ტალინში – Black Nights  ფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში, კოპროდუქციის მარკეტზე ლადო ჩიხრაძე საუკეთესო პროდიუსერად დაასახელეს პროექტისთვის “ქორწილი ჩემს ქუჩაზე”

Image may contain: 3 people, people smiling, people standing and beard

სცენარის განვითარების პროგრამა Script Pool-ში კი მოხვდა გიორგი ვარსიმაშვილის პროექტი “ლიზა ბოზია”, რომელიც ამავე დროს მონაწილეობდა ფესტივალის ფიჩინგ ფორუმზე.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი გიწვევთ გამოფენაზე – (ვ)ნებები და უფლებები

Image may contain: text

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები  სექსუალური უფლებების თემის სხვადასხვა ინტერპრეტაციით: რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა.

გამოფენა  7 დეკემბერს გაიხსნება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

პარიზში საშობაო განათება ჩართეს.

წყარო: https://www.youtube.com

 

ეგვიპტელ მსახიობს, რანია იუსუფს ციხე ემუქრება

მას კაიროს კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამჭვირვალე კაბით მისვლას ედავებიან. სასამართლოში სარჩელი ადვოკატმა სამილ საბრიმ შეიტანა. მისი განმარტებით, იუსუფის კაბა ეგვიპტურ მორალს და ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: https://www.bbc.com/

 

პრიანკა ჩოპრა Vogue-ის იანვრის ნომერში დემნა გვასალიას კაბით გამოჩნდება

მსახიობმა ინტერვიუში პირად ცხოვრებასა და ქორწინებაზე ისაუბრა.

წყარო: https://www.vogue.com/

 

მიშელ ობამას წიგნი – Becoming აშშ-ში 2018 წლის ყველაზე გაყიდვად წიგნად დაასახელეს

Related image

გამომცემლობას ბარაკ და მიშელ ობამებთან კონტრაქტი ორ წიგნზე აქვს დადებული.

წყარო: http://fortune.com/

 

5 დეკემბერს, 21:00-ზე კინოთეატრ “ამირანის” პირველ დარბაზში გაიმართება სერგეი ლოზნიცას ფილმის, “დონბასის” ჩვენება

Image may contain: 1 person

ამავე საღამოს კინოში შეტანილი წვლილისათვის ლოზნიცას “საპატიო პრომეთე” გადაეცემა.  „დონბასი” ეს არის 2018 წელს გადაღებული ფილმი, რომლის პრემიერაც კანში, სექციაში „განსაკუთრებული ხედვა” გაიმართა.

წყარო: https://www.facebook.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.