კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე


გააზიარე სტატია

ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე / თიბისი სტატუსისთვის

 

გიგიშა აბაშიძე – რეჟისორი, დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „გაკვეთილი“ (2013), „პაპუგაი ნიკა“ (2011), „სადარბაზო“ (2010), „ორშაბათი“ (2010), „ტაქსისტები“ (2009) და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „მეზობლები“.    

ფილმ „მეზობლების“ პრემიერა მონრეალის კინოფესტივალზე შედგა. თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 4 და 5 დეკემბერს, ის საერთაშორისო კონკურსისა და ქართული პანორამის ფარგლებში იქნება წარდგენილი, სადაც ქართველ მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნება.          

ფილმში მოქმედება ხდება ძველი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში. თავდაპირველად მეზობლები ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ, მიუხედავად სიდუხჭირისა. ვითარება იცვლება, როდესაც ფილმში შემოდის ინვესტორი, რომელიც სამეზობლოს დიდ თანხას სთავაზობს, ნახევრად დანგრეული, ძველისძველი სახლების სანაცვლოდ. მხოლოდ ერთი სახლის მესაკუთრე, გია, ეწინააღმდეგება შემოთავაზებას, ვინაიდან მან დიდი ძალისხმევა გასწია სახლის საკუთარი ნაწილის რემონტში.


რეკომენდებული სტატიები
10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან
Play Video

10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან

10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან
დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომლებსაც კინომოყვარულები და კინომცოდნეები დიდი ინტერესით ელიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.