fbpx

10 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

10-12 დეკემბერს თბილისი კონფერენციას – “Showcase – საქართველო შემოქმედებით ევროპაში” უმასპინძლებს

Image may contain: night

ღონისძიების მიზანია შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებითა და პროგრამით დაინტერესებული კულტურისა და მედია პროფესიონალების, აგრეთვე ორგანიზაციების შეხვედრა. კონფერენცია  შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებს შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პროგრამით დაინტერესებულ პოტენციურ აპლიკანტებს, კულტურისა და აუდიოვიზუალურ ორგანიზაციებს.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

მუსიკალური პრემიის –  გრემის ნომინანტები დასახელდნენ

Image result for What To Expect When You're Expecting The 2019 GRAMMY Nominations Announcement

წლის ჩანაწერზე მთავარი ნომინანტები ლედი გაგა და ბრედლი კუპერი არიან სიმღერით – Shallow. წლის ალბომის ჯილდოსთვის კი იბრძოლებენ – ჟანელ მონე, ბრენდი კარლაილი, პოსტ მელოუნი, კარდი ბი და კეისი გრეივისი. დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 10 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

წყარო: https://www.grammy.com/

 

Marvel-მა “შურისმაძიებლების” ახალი ნაწილის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

ფილმის პრემიერა 2019 წლის 3 მაისს იგეგმება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

პროგრამა Digital Production Challenge-ის ხუთ შერჩეულ პროექტს შორის გიორგი ვარსიმაშვილის სცენარი – “ლიზა ბოზია” მოხვდა.

Image may contain: text

ფილმის ვიზუალურ კონცეფციასა და დისტრიბუციის სტრატეგიაზე, პროგრამის ფარგლებში, აღიარებულმა პროდიუსერებმა, ოპერატორებმა და სპეცეფექტების სუპერვაიზორებმა იმუშავეს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის პირველი ტიზერი გამოვიდა

სერიალის პრემიერა 2019 წლის აპრილში იგეგმება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

მთაწმინდის პარკში 22 და 23 დეკემბერს საახალწლო ბაზრობა გაიმართება

No automatic alt text available.

აქ მისული სტუმრები  საჩუქრების, ნაძვის ხეებისა და ტკბილეულის შერჩევასა და შეძენას შეძლებენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელნაკეთი ნივთების, სხვადასხვა აქსესუარების, საახალწლო ტკბილეულის – გოზინაყის, ჩურჩხელების, მურაბების მწარმოებელი კომპანიები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს კავკასიური სახლის კულტურის კალენდარი ჯალალ ედ-დინ რუმის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს

Image may contain: one or more people

გაიმართება ირანელი მხატვრის, მეჰრნუშ ხარაზის ნამუშევრების თემატური გამოფენა – ჯალალ ედ-დინ რუმი და დერვიშთა როკვა. გამოფენის გახსნაზე გიორგი ლობჟანიძე, მეჰრნუშ ხარაზი და სხვები წაიკითხავენ ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალებს სპარსულ და ქართულ ენებზე.

წყარო: https://www.facebook.com/

 

გენო პეტრიაშვილმა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

Image may contain: 1 person

რუსეთის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში ირანელი ჯაბელ სადეზადეხი დაამარცხა.

წყარო: https://www.facebook.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.