fbpx

გერმანიაში საკონდიტრო ქარხნიდან შოკოლადმა გაჟონა


გააზიარე სტატია

 

გერმანული გაზეთი Soester Anzeiger იუწყება, რომ კომპანია DreiMeister-ის საკონდიტრო ქარხნიდან, რომელიც დორტმუნდიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, ერთ-ერთი ავზის დაზიანების შედეგად, ქარხნის ტერიტორიიდან მეზობელ ქუჩაზე ერთი ტონა გამდნარი შოკოლადის მასამ გაჟონა.

გზა ორი საათით გადაიკეტა, სანამ ინციდენტის ადგილზე გამოძახებული მეხანძრეები გამყარებულ შოკოლადის გზის ზედაპირიდან აფხეკას ცდილობდნენ.

“პროდუქციის შეჩერება ზუსტად შობის პერიოდის დაწყების წინ კატასტროფა იქნებოდა” – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მარკუს ლაქიმ. მისი სიტყვებით, შოკოლადის გაჟონვა მცირე ტექნიკური პრობლემის გამო მოხდა და ოთხშაბათიდან ქარხანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.