დღის COUB: „დასასრულის დასაწყისი“ საქართველოს პარლამენტში


გააზიარე სტატია

 

საქართველოს პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებას ინტერნეტში ახალი COUB მიუძღვნეს.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები არჩევნების შედეგებს აფასებდნენ.

ნიკა მელიას შემდეგ სიტყვა მოითხოვა ირმა ინაშვილმა. „ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდე და იჯექი მშვიდად”, – მიმართა ინაშვილმა მელიას.

შემდეგ ის მელიასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა. „ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა ყველას თქვენ. ეს მართლა კრიმინალები“, – განაცხადა ინაშვილმა ტრიბუნიდან და ნიკა მელიასკენ გაემართა – „გამოდი, აბა, გარეთ“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.