
არქიტექტურული Instagram ანგარიშები
გააზიარე სტატია
თუ გაინტერესებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ისტორიული და ორიგინალური არქიტექტურის მქონე შენობები, დიზაინი, წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოგრაფის Instagram ანგარიშს.
- პოლონელი იაკუბ იაკუბიშინი საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი არქიტექტურით ინტერესდება. საბჭოთა არქიტექტურის უსახო ნიმუშები ფოტოგრაფის ნამუშევრებში ხშირად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს.
- ბარსელონელი ბლოგერი როკ ისერნი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თანამედროვე შენობებისა და ორიგინალური არქიტექტურული კონსტრუქციების გამოსახულებებს იღებს. გარდა ამისა, ფოტოგრაფს სხვა ანგარიშიც აქვს – Barcelona Facades, სადაც ბარსელონას შენობების უნიკალურ ფასადებს აღნუსხავს.
- ბერლინელი ფოტოგრაფის, მათიას ჰეიდერიხის თქმით, მის შემოქმედებაში წაშლილია ზღვარი ფოტოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინს შორის, რადგან ფოტოებს „ბავშვური ფერების“ ტონებში ამუშავებს.
- ავსტრალიელი ბენ ტომასის ობიექტივში დიდი ქალაქების ურბანული გარემო ხვდება. გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფი დამთვალიერებელს ამა თუ იმ ქალაქის საინტერესო არქიტექტურულ ინფორმაციას აწვდის, მისი ნამუშევრების გამოყენება მისალოც ბარათებადაც შეიძლება.
- გერმანელი ენ ნგოკის ინტერესების სფეროს კიბეები, ესკალატორები და გრძელი დერეფნები წარმოადგენს. მისი მიზანია, აჩვენოს, თუ როგორ ცვლის განათება ნებისმიერი კონსტრუქციისა და სივრცის ფორმებს.

