fbpx

Red-Co – აპარტოტელები ახალ გუდაურში


გააზიარე სტატია

 

დეველოპერული კომპანია “რედ-კო” 2012 წელს დაარსდა.  უკვე ექვსი წელია, კომპანია  მიჰყვება ინდუსტრიის დინამიკასა და უახლეს ტენდენციებს თანამედროვე საცხოვრებელი და რეკრეაციული პროექტების შემუშავებისთვის.

“რედ-კოს” განხორციელებული პროექტები  მრავალფეროვანია და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს მოიცავს:

  • კურორტი ახალი გუდაური – 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი
  • ბათუმი თაუერი – უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს 5* სასტუმროს Le Méridien Batumi, სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას.
  • სასტუმრო Radisson  Blu Gudauri
  • აპარტოტელი ბაკურიანში
  • საცხოვრებელი სახლი თბილისში

 

კომპანიის განხორციელებული და სამომავლო გეგმების და პროექტების შესახებ გვესაუბრება “რედ-კო”-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი კატია აბსანძე:

 

 

მოგვიყევით “რედ-კოს” ახალი გუდაურის პროექტის შესახებ

თუ ვსაუბრობთ ახალ გუდაურსა და მის განვითარებაზე, სადაც “რედ-კოს” ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ვგულისხმობთ  აპარტოტელებს, რაც საქართველოში საკმაოდ ახალი პროდუქტია, თუმცა ეს სქემა მსოფლიოში  აპრობირებული და გავრცელებულია.  ამ სფეროში, შეიძლება ითქვას, “რედ-კომ” დაიმკვიდრა თავისი ადგილი და ახალი გუდაური კომპანიის  ნამდვილად უკონკურენტო პროექტია.

რაც შეეხება ჩვენს პროექტსა და კომპანიას, “რედ-კოს” მიერ გუდაურში გაშენდა პატარა ქალაქი, თავისი ინფრასტრუქტურით. ადამიანს, რომელიც “რედ-კოში” ყიდულობს აპარტამენტს, არ უწევს შორს წასვლა – მას ყველაფერი სახლის ტერიტორიაზე აქვს. მაგალითად,  რესტორანი, სპა, ბავშვთა გასართობი ცენტრი, თხილამურის შენახვა და ქირაობა და რაც მთავარია, ყველა მათგანი ძალიან ახლოს არის გონდოლასთან. გენერალური გეგმის მიხედვით, სულ დაგეგმილია 26 აპარტოტელის აშენება, დღეისთვის აშენებულია 8. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  გუდაუი იყო 4 სეზონის კურორტი და ჩვენ ამისთვის ყველანაირ ინფრასტურქტურას ვქმნით და ვანვითარებთ. 

 

 

გვესაუბრეთ “რედ-კოს” სხვა პროექტების შესახებ

გარდა ახალი გუდაურის პროექტისა, “რედ-კო” მუშაობს სხვა პროექტებზეც, სხვადასხვა ქალაქებში, მაგალითად, ბათუმში შენდება ცნობილი ქსელის, Le Meridien-ის სასტუმრო, ხოლო გუდაურში სასტუმრო Radisson Blu Gudauri, რომელიც 2020 წელს დასრულდება.

 

 

როგორია სამუშაო პროცესი – პროექტის დაგეგმვა და მისი განხორციელება?

“რედ-კო” თანამშრომლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან. ჩვენ ვცდილობთ ყველა პროექტს ჰქონდეს რაღაც საერთო ხაზი, რაც ბრენდს დასამახსოვრებელს და ადვილად გამოსაცნობს გახდის და ვფიქრობთ, ეს მშვენივრად გამოგვდის, რადგან თუ “რედ-კოს” ერთი პროექტი გაქვს ნანახი, მარტივია მიხვდე მეორესაც. მაგალითად, გუდაურის პროექტზე, ყველა აპარტოტელი არის ოთხსართულიანი და ზამთარში, როდესაც იქაურობა საახალწლოდ ემზადება, განსაკუთრებით სასიამოვნოა.

 

 

როგორი არჩევანი აქვს მომხმარებელს გუდაურის აპაროტელებში?

ზოგადად გვაქვს როგორც სტანდარტული, ასევე ჩვენი მომხმარებლის სურვილისამებრ შერჩეული აპარტამენტები. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 30 კვ.მ-დან, რაც არის ყველაზე მცირე ზომის აპარტამენტი. მშენებარე პროექტების შემთხვევაში, საშუალება აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ, ანდა, ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად მოვერგოთ მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ფასს ბევრი გარემოება განსაზღვრავს. ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ რემონტით და ავეჯით გაწყობილი, სადაც აგრეთვე  განსხვავებული ფასებია. 

 

 

15 დეკემბერს გუდაურის სეზონი იხსნება, რა გეგმები აქვს “რედ-კოს” წელს ზამთარში?

 ახალი წლის ღამეს ჩვენს რესტორანში (მითლოუფში) დამსვენებელს ძალინა სასიამოვნო საღამო ელოდება. ჯერჯერობით არჩევის პროცესში ვართ, თუმცა აუცილებლად იქნება ცოცხალი მუსიკა და გემრიელი კერძები.

 

 

ხოლო შობის ღამეს გუდაურის ყველა დამსვენებელს “რედ-კო” საჩუქრად და სრულიად უფასოდ უმზადებს თეონა კონტრიძისა და თეატრალური კვარტეტის კონცერტს. ასევე გპირდებით გლინტვეინსა და ფეიერვერკს.

 

გელოდებით ყველას!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.