ნიუ იორკის მეტროში მოქალაქეებმა რუსი ქალი რასისტული გამოხტომისთვის დააკავეს
გააზიარე სტატია
ნიუ იორკის მეტროში, მოქალაქეებმა რუსი მგზავრი ანნა ლუშჩინსკაია დააკავეს, რომელიც ვაგონში რამდენიმე ადამიანს რასისტული კომენტარების გაკეთების შემდეგ თავს დაესხა. ინციდენტი ბრუკლინის ერთ-ერთ ხაზზე მოხდა. თვითმხილველების გადაღებულ რამდენიმე ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში.
თავდამსხმელი ქალი, ე.წ. “სამოქალაქო დაკავების” წესით ერთ-ერთი ვიდეოს ავტორმა დააპატიმრა და მოგვიანებით პოლიციას გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანნა ლუშჩინსკაია ზაფხულში უკვე ერთხელ დაკავებული იყო მეტროში მსგავსი ინციდენტის გამო.
გამოცემა Heavy-ს ცნობით, ანნა ლუშჩინსკაია მოქმედი იურისტია და 2005 წლიდან ნიუ-იორკის იურისტების ასოციაციამ ის თავის წევრად აღიარა.