fbpx

ფილმ ROMA-ს მსოფლიო პრემიერას თბილისიც უერთდება


გააზიარე სტატია

„გრავიტაციიდან“ 4 წლის შემდეგ ცნობილი მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი კინოასპარეზზე დაბრუნდა ფილმით „Roma“.

კუარონის თქმით ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგანაც ფილმი ეფუძნება მის ბიოგრაფიასა და ბავშვობის მოგონებებს. ის 60-70-იანი წლების მეხიკოში ვითარდება.

ფილმი წარდგენილია “ოქროს გლობუსზე”, ხოლო მისი პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ლომი” დაიმსახურა. მის დისტრიბუტორს კომპანიას NETFLIX წარმოადგენს.

ROMA-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართა 14 დეკემბერს, ხოლო 15 დეკემბერს ქართველ მაყურებელს მისი დიდ ეკრანზე ნახვის შესაძლებლობა ექნება 20:00 საათზე, სინეასტების მოძრაობა Cinepartizan-ში, რომელიც მდებარეობს ნოდარ დუმბაძის ფონდში (ცინცაძის 63).


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.