fbpx

სოციალური ინსტალაცია “სამთო დარტყმა” მაღაროებში დაღუპულ ადამიანებს ეძღვნება


გააზიარე სტატია

Image may contain: text

 

თიკო იმნაძის სოციალური აქცია-ინსტალაცია – „სამთო დარტყმა“ ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ტრაგედიას ეხმიანება და მისი მიზანი, აღნიშნულ საკითხზე მეხსიერების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

გაერთიანებული პროფკავშირების  და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი  მონაცემების მიხედვით, 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში დაიღუპა 414 ადამიანი, ხოლო 717 – მძიმედ დაშავდა. 2017 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი. ტრაგედიების ერთ-ერთი ეპიცენტრია ტყიბულის მინდელის მაღარო. 2018 წლის მონაცემებით მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 23-ს უტოლდება.

 

 

ნამუშევარი შესრულებულია გაფანტული ხისგან, რომლებიც  ნახშირით და ე.წ “მეტალის ბურბუშელით” არის დამუშავებული. მასალა მოპოვებულია ელიავას ბაზრობის, ელმავალმშენებლის, წერეთლის რკინის გზის საამქროში. ნახშირი, როგორც მასალა ხელოვანისთვის სიმბოლური დატვირთვისაა, რაც  ნგრევასთან და დანაკარგთან ასოცირდება; რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში განლაგებული ფიგურები ეხმიანება მოცემულ პრობლემატიკას და ის საჯარო სივრცეში, ყველასათვის ხილულ ადგილას გადააქვს.

 

აქცია-ინსტალაციის ხანგრძლივობა: 17/12/2018 (19:00) – 19/12/2018

ადგილი: რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი

პროექტი განხორციელდა “პროპაგანდასა” და “ფაბლაბ ტექნოპარკის” 2018 წლის ღია სახელოსნოს კონკურსის ფარგლებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.