18 დეკემბერი დილიდან
ქართული ფილმი “ნამე” ოსკარის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციისთვის ვეღარ იბრძოლებს
ამერიკის კინოაკადემიამ იმ 9 უცხოენოვანი ფილმის სია წარადგინა, რომლებიც ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებენ. ამ სიაში ვერ მოხვდა საქართველოდან გაგზავნილი ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე”. რაც შეეხება სხვა ფილმებს, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად იბრძოლებენ – კოლუმბიური, პოლონური, იაპონური, სამხრეთ კორეული, მექსიკური, დანიური, გერმანული, ყაზახური და ლიბანური კინოსურათები.
წყარო: https://variety.com/
საპატიო ოქროს გლობუსი 2019 წელს ჯეფ ბრიჯესს გადაეცემა
2019 წლის 6 იანვარს ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ამერიკელ მსახიობ ჯეფ ბრიჯესს სესილ დემილის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.
წყარო: https://edition.cnn.com
შარლოტა რემპლინგს 2019 წლის ბერლინალეზე საპატიო ოქროს დათვს გადასცემენ
“მოხარული ვარ, რომ წელს ეს საპატიო პრიზი გადაეცემა არაჩვეულებრივ მსახიობს, შარლოტა რემპლინგს”, – განაცხადა ბერლინის კინოფესტივალის დირექტორმა დიტერ კოსლიკმა.
ბერლინის 69-ე კინოფესტივალი 2019 წლის 7 თებერვალს დაიწყება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
ნახეთ ქართველი კონკურსანტის, დავით ადამაშვილის გამოსვლა ლიეტუვის X-ფაქტორში
ქართველი შემსრულებელი ჟიურის დიდი სიმპათიებითა და მაყურებლის SMS მხარდაჭერით შემდეგ ტურში გადავიდა.
წყარო: https://www.youtube.com/
19 დეკემბერს, 20:00-ზე გამომცემლობა “ინტელექტი” გიწვევთ თბილისის ნიგერიულ ეკლესიაში სერია „აკრძალული წიგნების თაროს“ მორიგი წიგნის, ცნობილი ნიგერიელი მწერლის, ჩინუა აჩებეს ეპოქალური რომანის – „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ პრეზენტაციაზე.
წყარო: https://www.facebook.com/
დღეს, საღამოს 7 საათზე გაიმართება დათო ტურაშვილისა და ბესო ხაინდრავას ლექცია თემაზე – ძველი თბილისის ფოტოისტორია.
წყარო: https://www.facebook.com/
22-23 დეკემბერს ფაბრიკის ეზოში საშობაო ბაზრობა მოეწყობა.
წყარო: https://www.facebook.com/
გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას, Nowhere to Run, რომელიც მხატვრის ბოლო დროინდელ ნამუშევრებს აერთიანებს
ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში – სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სიტუაციებში ხდებოდა ან ხდება. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვა ტილოებზე. იგი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს დაუმთავრებელია სურათები.
წყარო: https://www.facebook.com/