fbpx

რუსთავის თეატრში „დონ ჟუანის“ პრემიერისთვის ემზადებიან


გააზიარე სტატია

 

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში 20 და 21 დეკემბერს ჟან-ბატისტ მოლიერის შედევრად აღიარებული პიესის, დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე.

ირეალური სამყაროდან მოვლენილი ფსევდო გმირი, მაღალი წრის თავხედი წარმომადგენელი, პერსონა, რომელიც ვერ მოიშორა სამყარომ, რადგან ის სულ აქტუალურია  და საზოგადოებას მუდამ აოცებს.

რატომ არ ემორჩილება საზოგადოება იმ ცვლილებას, რომელსაც დონ ჟუანი ითხოვს? სად იკვეთება მისი პიროვნული თუ ქმედითი შეცდომები? ვინ არის იგი? ყველაზე დიდი ნაძირალა, ცოფიანი ძაღლი, მწვალებელი, ველური მხეცი თუ გაიძვერა მექალთანე? ალბათ უფრო ცინიკოსი და ამპარტავანი.

სპექტაკლში დონ ჟუანის როლს ნიკა ჩხაიძე შეასრულებს. სხვა პერსონაჟების ამპლუაში კი მოგვევლინებიან – სოსო ელიზბარაშვილი, სოფო ზერაგია, ლუკა ციხისთავი, ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ჯინჭარაძე, ზურაბ ჯინჭარაძე, არჩილ მაკალათია და ლაშა კანკავა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.