fbpx

ადამიანები საკუთარი გარდაცვალების მომენტს ხვდებიან, ამბობენ მეცნიერები


გააზიარე სტატია

 

კითხვა, თუ რა ხდება გარდაცვალების მერე, ადამიანს იმაზე ადრე აწუხებდა, ვიდრე ცეცხლის გამოყენებას ისწავლიდა.

ზოგს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სჯერა, რა დროსაც ადამიანები დედამიწაზე მათი ქცევის მიხედვით განისჯებიან, ზოგი კი ფიქრობს, რომ ჩვენი რაღაც ნაწილი სიცოცხლეს რეინკარნაციით განაგრძობს.

ხოლო არარელიგიური ადამიანები იმაზე თანხმდებიან, რომ სიცოცხლის ბოლოს ცნობიერება უბრალოდ მაშინვე ქრება; დაახლოებით ისე, როგორც პულტით ტელევიზორის გამორთვაა.

მაგრამ რას იტყვით, თუკი მოგიყვებით, რომ ჩვენი სიკვდილი არცთუ ისე მარტივი ფენომენია?

 

ნიუ-იორკის სთოუნი ბრუქის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა მტკიცებულება მოიპოვეს, რომლის მიხედვითაც ადამიანის ტვინი გარდაცვალებიდან მოკლე პერიოდის განმავლობაში კვლავ მუშაობს.

მართალია, გული მუშაობას წყვეტს, მაგრამ მკვდარი ადამიანის ტვინი მცირე ხნით მაინც ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ცხოვრება დასრულდა. მეცნიერებმა ისიც თქვეს, რომ გარდაცვლილს შესაძლოა ისიც ესმოდეს, თუ როგორ აცხადებს მას მკვდრად სამედიცინო პერსონალი.

გარდაცვალება, როგორც წესი, გულის გაჩერებისას ცხადდება. ამ მომენტიდან ტვინს სისხლი აღარ მიეწოდება, რის გამოც იგი რეფლექსიის უნარს თითქმის მომენტალურად კარგავს, საყლაპავისა და ქუთუთოს რეფლექსების ჩათვლით.

ცერებრალური კორტექსიც – ტვინის ის ნაწილი, რომელიც „ფიქრობს“ – მალევე ჩერდება, ორიდან ოც წამამდე დროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ტვინის ელექტროიმპულსები მონიტორზე აღარ გამოისახება, რის შემდეგაც ჯაჭვური რეაქციით ტვინის უჯრედებში პროცესები იწყება, რაც, საბოლოო ჯამში, მათი სიკვდილით სრულდება.

თუმცა, ეს პროცესები, როგორც მეცნიერები ამბობენ, ბოლო გულისცემიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

მეცნიერთა ჯგუფმა სიკვდილისშემდგომი ცნობიერების შესახებ ეს ავბედითი ცოდნა ევროპასა და აშშ-ში გულის შეტევებზე დაკვირვებით მოიპოვეს.

ისინი, ვინც გულის შეტევებს გადაურჩნენ, სრულად აცნობიერებდნენ, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო იმ პერიოდში, როცა ტექნიკურად გარდაცვლილებად იყვნენ გამოცხადებულები. უფრო მეტიც, ამ ადამიანებმა ისიც კი აღწერეს, თუ რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც მათი გულისცემა შეწყდა.

ექიმმა სემ პარნიამ, რომელიც მკვლევრებს ხელმძღვანელობდა, LiveScience-ს უთხრა: “მათ შეუძლიათ აღწერონ, თუ როგორ მუშაობდნენ ექიმები და ექთნები, რაზე საუბრობდნენ, რა ხდებოდა ირგვლივ. ამ ფაქტებზე მათ სხვაგვარად ინფორმაცია ვერ ექნებოდათ. ის [დრო, როცა პაციენტი გარდაცვლილად ცხადდება] ეფუძნება მომენტს, როცა გული მუშაობას წყვეტს. სიკვდილის დროდ ტექნიკურად ეს ითვლება.”

 

Consciousness after death.

 

ექიმმა პარნიამ დაამატა: “თუ ჩვენ გულის ხელახალ ამუშავებას მოვახერხებთ, და ეს სწორედ ისაა, რის მიღწევასაც ხელოვნური სუნთქვითა და გულმკერდზე ზეწოლით ვცდილობთ, მაშინ ტვინიც ნელ-ნელა ამუშავდება.

იმ დროის განმავლობაში, როცა ხელოვნური სუნთქვისა და გულმკერდზე ზეწოლის პროცედურები ხორციელდება, ტვინის უჯრედები მაინც კვდება, მაგრამ ოდნავ უფრო ნელა.

საინტერესოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც „სიკვდილის შემდეგ“ ცოცხლობენ, უფრო მეტად ალტრუისტულები არიან და პოზიტიურ ტრანსფორმაციას განიცდიან.

იმ ადამიანებში, რომელთაც ასეთი რამ გადახდათ თავს, შესაძლოა, დადებითი გარდაქმნები მოხდეს. ისინი უფრო ალტრუისტულები ხდებიან და სხვებს ეხმარებიან.

მას შემდეგ, რაც სიკვდილს თვალებში ჩახედავენ, ისინი ცხოვრების აზრს ხელახლა პოულობენ. მაგრამ მათი მეხსიერებითი უნარების მაგიური გააქტიურება ნამდვილად არ ხდება. ეს მხოლოდ ჰოლივუდური ჯაზია.”


სამომავლოდ ამ კვლევის მიზანი პაციენტის რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესებაა, იმისთვის, რომ მოხდეს გულის გაჩერების პერიოდში ტვინის ტრავმის პრევენცია.

ავტორი: ჯულია ბანიმი

ორიგინალი: https://unilad.co.uk

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.