20 დეკემბერი დილიდან
ნახეთ ვიდეო: მაკოლეი კალკინმა Google-ის რეკლამისთვის ფილმიდან “მარტო სახლში” ყველა სცენა გაიმეორა
გუგლმა საკულტო საშობაო ფილმის მაყურებელს დიდი სიურპრიზი მოუწყო – 28 წლის შემდეგ კევინ მაკალისტერი ეკრანს დაუბრუნა.
წყარო: https://www.youtube.com
ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2019 წლის ფერი დაასახელა. კომპანიის მონაცემებით, ეს – მარჯნისფერია და ის ბუნებაში სიცოცხლის მაჩვენებელია.
წყარო: https://www.forbes.com/
ფეისბუქმა სპოტიფაისა და ნეტფლიქსს ნება დართო გაეცნონ იმ მომხმარებლების პირად მესიჯებს, რომლებსაც აღნიშნულ სერვისებზე საკუთარი ანგარიში აქვთ მიბმული
ფეისბუქის განცხადებით, მის პარტნიორებს ეს პრივილეგია ბოროტად არასდროს გამოუყენებიათ. სპოტიფაი და ნეტფლიქსი კი ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ ფეისბუქი ამ მონაცემებს უზიარებდა.
წყარო: https://www.cnbc.com/
ილონ მასკმა მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბის პირველი პროტოტიპი წარადგინა
გვირაბმა სატრანსპორტო სფეროში არსებული ხარვეზები, ძირითადად კი საცობების პრობლემა უნდა გადაჭრას. მასკის კომპანიამ საზოგადოებას ჰაუტორნის ერთ-ერთი ქუჩის ქვეშ 1,80-კილომეტრიანი გვირაბი წარუდგინა, რომელში გადაადგილება ტესლას მოდიფიცირებული Model X-ით შეიძლება.
წყარო: https://www.youtube.com
გიორგი კეკელიძის წიგნი “თომას ზღაპრები” ჩინურ ენაზე გამოიცა
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ჩინურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრები”. წიგნი ჩინურ ენაზე ანა გოგუაძემ თარგმნა. თომას ზღაპრები პირველად 2016 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა გამოსცა.
წყარო: https://www.facebook.com/
მწერალთა სახლი გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად გიწვევთ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი.
წყარო: https://www.facebook.com/
სინედოკი წარმოგიდგენთ პროექტს – კინოამბასადორის პირველ კინოჩვენებას, მოლაპარაკე შენობასა და მასთან პროფესიულად დაკავშირებულ ძალიან საინტერესო ადამიანებზე
სოფიო ტაბატაძის ფილმი „პირიმზე” მოგვითხრობს აღნიშნული შენობის გარშემო მომხდარი სოციალური და ვიზუალური ცვლილებების შესახებ. ფილმი მაყურებელს წარსულში, საბჭოთა დროინდელ საქართველოში აბრუნებს. ამბავი ახლად გარემონტებული შენობის – „პირიმზე პლაზას“ კედლებს მიღმაც ვითარდება, რომელმაც ძველი „პირიმზე“ ჩაანაცვლა და შენობის ტრანსფორმაციის მოტივებისა და საჭიროებების შესახებ მრავალი შეკითხვა წარმოშვა.
წყარო: https://www.facebook.com/