fbpx

იაიოი კუსამას მეორე ოქროს ხანა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინი დარჩია

90 წლის იაიოი კუსამა, როგორც ხელოვანი თავისი კარიერის მწვერვალზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ კუსიმას ნამუშევრები სიმსუბუქით გამოირჩევა, მისი კარიერული  გზა არ იყო მარტივი, ის უფრო მუდმივ ბრძოლას წარმოადგენდა. იაიოი ბავშვობიდან ფსიქიკურ დაავადებას ებრძვის, რის გამოც არასდროს ესმოდათ მისი. ამდენმა ცხოვრებისეულმა სირთულემ  კუსამას ხელი შეუწყო ეპოვა საკუთარი ხელოვნების ის დიდი ფილოსოფია, რითაც ქმნის ნამუშევრებს – იხსნას მსოფლიო სიყვარულის მეშვეობით.

 

 

კუსამას ხელოვნება და მისი მთავარი გზავნილი – “სიყვარული სამუდამოდ” (Love Forever) ძალიან გულწრფელი და ყველასთვის დიდი ინსპირაციაა დღევანდელ არატოლერანტულ სამყაროში. ღრმა პოეზია, ბავშვური უმწიკვლო სული და იუმორი, რომელიც მისი ნამუშევრებიდან მოედინება – ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს გენიოსი, რომელიც ყველანაირ ხსნას სიყვარულში ხედავს.

 

 

სიყვარულის გულითადი  გზავნილი დაკავშირებულია მის აკვიატებულ აზრთან, რომელსაც ბავშვობიდან ვერ გაექცა. იაიოი  ყვავილების პატერნების ჰალუცინაციებით იყო შეპყრობილი, რომელიც მთელ მის საარსებო სივრცეს ფარავდა. თავის ცნობილ წერტილების (Dots) პატერნებს ჯერ კიდევ სკოლის დაწყებით კლასებში იყენებდა. ეს იყო მისი ინსტინქტური არტ-თერაპია, ამით ცდილობდა თავი დაეხსნა ფსიქოლოგიური ტვირთისგან.

 

 

ერთი მხრივ, მის უზარმაზარ ტილოებზე, რომლებიც მარტივი და ამავდროულად რთულია და გვიანი 50-იანებიდან 70-იანების ჩათვლით შექმნა, იკითხება მისი ბავშვობისდროინდელი აგროფობია. მაგრამ კუსამა საკუთარ სამყაროში არ ჩაიკეტა, მუშაობის მეთოდი ათავისუფლებს მას საკუთარი ფსიქოლოგიური წნეხისგან. მისი ჭეშმარიტი სიდიადე გამოხატულია მის სურვილში, რომ დაიხსნას საკუთარი თავიც და სამყაროც.

 

 

ომის საწინააღმდეგო მსვლელობებში, რომლებიც ნიუ-იორკში მიმდინარეობს ხოლმე, და სადაც   ხელოვანები პროტესტს გამოხატავენ, ის შეიძლება არც ჩანდეს, როგორც მთავარი ფიგურა, თუმცა კი  ყოველთვის სათავეშია მათთან ერთად, ვისაც არასდროს დაუკარგავს სიყვარულის ძალის რწმენა.

 

 

იაიოი კუსამას ნახვა თავის სტუდიაში ცალკე ხელოვნებაა. აქ შეიტყობთ მისი ყველა ტალანტის შესახებ, ნახავთ გასაოცარ სანახაობას: როგორ მუშაობს არტისტი ერთი ხელის მოსმით, ჩანახატების კეთების გარეშე და როგორ გრძნობს ფერს, ფერის შეგრძნება მისი ერთ-ერთი მთავარი ნიჭია. ერთ-ერთ ინტერვიუში კუსამას ეკითხებიან, თუ რის დახატვას აპირებს, რაზეც ხელოვანი პასუხობს, რომ ეს კითხვა მის ხელებს უნდა დაუსვან. ასეთი მიდგომის გამო შეიძლება ვინმემ კუსამას ხელოვნება სურეალიზმს მიაკუთვნოს, თუმცა მასში სურეალიზმი, პოპარტი და ექსპრესია თანაბრად არის განაწილებული, რაც კუსამას ნამუშევრებს კიდევ უფრო მეტად ინტიმურს და გასაოცარს ქმნის, თუმცა მისი ხელოვნება საბოლოოდ მაინც იაპონური ავანგარდის სახელით რჩება ცნობილი.

 

 

https://www.tate.org.uk/

 

კუსამას სამუშაო მედიუმი იმდენად მრავალმხრივია, რამდენადაც თავად ხელოვანი. გარდა დიდი ზომის ტილოებისა, იაიოი მუშაობს სკულპტურებზე და ინსტალაციებზე. მისი ცნობილი სკულპტურების სერია ტიტების ბაღი “შანგრი-ლა”და დიდი ზომის ფერადი გოგრებია. ასევე უსასრულო სარკეებიანი ოთახის ინსტალაცია.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
Play Video

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან

ბაროკო ფოტოგრაფია კრისტი ლი როჯერსისგან
კრისტი ლი როჯერსი საკუთარ ხელწერაზე მიქელანჯელოს და კარავაჯოს გავლენას თავადაც აღიარებს, თუმცა, იტალიელებისგან განსხვავებით, ის მხატვრული ტილოების ეფექტს ფოტოგრაფირებით ქმნის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.