fbpx

ანადოლის მრავალმოცულობითი “ჭკვიანი” პროექცია – Archive Dreaming


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დათო კოროშინაძე


ოქტომბრის დასაწყისში უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზში და მთელი შენობის ზედაპირზე ინოვაციური გამოფენა WDCH Dreams გაიხსნა. პროექტის ავტორი მედია არტისტი რეფიკ ანადოლია, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ხელოვნური ინტელექტისა და ხელოვნების სინთეზზე მუშაობს.

 

 

ანადოლმა თავისი პირველი მასშტაბური პროექტი “გუგლის” რეზიდენციაში განახორციელა. არქივი, რომელიც ოცნებობს (archive dreaming), უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სამგანზომილებიან სივრცეს ქმნის, რომელშიც მომხმარებელს საშუალება ეძლევა touch screen-ის მეშვეობით მთელი პროექტი მართოს.

 

 

ციფრული არქივი ყველა სხვა ტრადიციული არქივისგან იმით გამოირჩევა, რომ ის ძილის პროცესში (sleep mode) გამოსახულებებს აანალიზებს და მათ სხვადასხვა ალგორითმის მიხედვით განალაგებს. იდეა მეხსიერებასთან, ისტორიასა და კულტურასთან ურთიერთობის ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესებაა. პირველი პროექტის ფარგლებში ციფრულ არქივში მუზეუმიდან 1 700 000 ფოტოდოკუმენტი აიტვირთა.

 

 

წარმოსახვით სივრცეში რადიკალური ჩარევით შესაძლებელი გახდა დამთვალიერებლის გამოცდილების ტრანსგრესია და ტრადიციული ბრტყელი პროექციების გადალახვა. ეს ყველაფერი სამგანზომილებიანი კინეტიკური და არქიტექტურული სივრცის საშუალებით მოხდა. არქივის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი ალგორითმები ადამიანის ნეირონების ანალოგიურად ფუნქციონირებენ და გამოსახულებებს შორის ასოციაციურ კავშირებს ქმნიან.

ამჯერად მასალები უოლტ დისნეის ცენტრზე ლოს-ანჯელესის ფილარმონიის 100 წლის არქივიდან განთავსდა. მიღებული შედეგი გიგანტური ციფრული ინსტალაციაა, რომელიც მნახველებს ისტორიულ გამოცდილებას შეუზღუდავად, პირდაპირ საჯარო სივრცეში სთავაზობს.

 

რატომ არქივები?

ამ კითხვის გარშემო დიდი ხანია, რაც დასავლური სამეცნიერო დიალოგი მიმდინარეობს. ფოტოგრაფიამ შეძლო წარსულის აღბეჭდვა და მისი დაფიქსირება, ისე როგორც აქამდე ეს შეუძლებელი იყო. ამგვარად შესაძლებელი გახდა ისტორიის ობიექტური ჩაწერა, თუმცა ინფორმაციულ რევოლუციასთან ერთად ის მოსწყდა თავის სამყოფელს და ქსელებში უსასრულოდ დაიწყო მოგზაურობა.

ასეთ რეჟიმში ისტორიის წაკითხვა შეუძლებელი გახდა. მილიონობით ვიზუალურ ინფორმაციასთან ურთიერთობისთვის ჩვენ ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება, სხვა შემთხვევაში ეს ინფორმაცია ქაოსური, მოუწესრიგებელი და შემაწუხებელია. ისეთი ექსპერიმენტი, როგორიც Archive Dreaming-ია, ამ რთული ამოცანის გამარტივებაში გვეხმარება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ აქამდე ისტორიას ისტორიკოსები ქმნიდნენ, დღეს კი სულ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა შანსი ააგოს საკუთარი ისტორიული ხედვა და ამგვარად დააკავშიროს საკუთარი გამოცდილება მასთან, შექმნას საკუთარი უნიკალური იდენტობა.

 

Archive Dreaming

Archive Dreaming

Archive Dreaming

Archive Dreaming

Archive Dreaming

Archive Dreaming

Archive Dreaming

Archive Dreaming

Archive Dreaming

 

რაც უფრო მეტად გვაქვს განვითარებული საარქივე ტექნოლოგიები, რაც უფრო ძლიერია ჩვენი ფოტოგრაფიული მეხსიერება, მით უფრო ვიღებთ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. ძალიან მალე კი ალბათ ყველა ჩვენგანს შეეძლება ციფრული არქივების მეშვეობით საკუთარ წარსულთან ურთიერთობა.

დღეს წარსული ჩვენს წარმოსახვაში სურათის მსგავსად მჟღავნდება. ეს უეცარი გამჟღავნება გვაკავშირებს საკუთარ თავთან და გარემოსთანაც. ამავდროულად, წარსული ყოველთვის სიზმრისეული, ან ოცნებისმაგვარია, რომელშიც მოგონებები უსასრულოდ კვეთენ ერთმანეთს.

Archive Dreaming უახლოვდება წარსულზე ფიქრის ადამიანურ გამოცდილებას, ის 21-ე საუკუნეში ჩვენი აღქმის სარკის აგებას ცდილობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ეპოქა წარმოსახვასა და რეალობას, სიზმარსა და გამოცდილებას, მითებსა და ისტორიას შორის ზღვრების მოშლით ხასიათდება.

ალბათ ყველაზე საინტერესო ის არის, რამდენად მოახერხებენ ტექნოლოგიები გახდნენ ადამიანის მსგავსები? აქამდე მუზეუმებთან და არქივებთან კომუნიკაცია მთლიანად ჩვენს წარმოსახვაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც არქივი ფიქრობს და ოცნებობს? რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ თვალწინ მთელი ისტორია ცოცხლდება?

 

 


რეკომენდებული სტატიები
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ

იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ

იაპონიის ქუჩის კამერები დანაშაულს მოხდენამდე ამოიცნობენ
უსაფრთხოების ამ ახალ პროექტში ხელოვნური ინტელექტი იქნება ჩართული და მას 2020 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენებენ
ყველასთვის მოულოდნელად, ჩეტ-ბოტებმა საკუთარი ენა გამოიგონეს

ყველასთვის მოულოდნელად, ჩეტ-ბოტებმა საკუთარი ენა გამოიგონეს

ყველასთვის მოულოდნელად, ჩეტ-ბოტებმა საკუთარი ენა გამოიგონეს
Facebook-ის ჩეტ-ბოტებზე ექსპერიმენტი მოულოდნელი შედეგით დასრულდა - რობოტებმა საკუთარი, ადამიანებისთვის გაუგებარი ენა გამოიგონეს
ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა
Google Brain-ის ინჟინრებმა 2017 წელს “ავტომატური მანქანური სწავლების” ხელოვნური ინტელექტი შექმნეს (AutoML). ამ ქმნილების დანიშნულება სხვა, შვილობილი ხელოვნური ინტელექტების შექმნა და მათთვის მასწავლებლობაა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.