27 დეკემბერი დილიდან
საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი 85 წლის შემდეგ ეკრანს უბრუნდება.
ფილმ “უჟმურის” ჩვენება 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ არქივში ნუცა ღოღობერიძის შვილის, ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართება.
საქართველოს წიგნის ეროვნული დირექტორის, მედეა მეტრეველის განცხადებით, საქართველომ მიიღო მოწვევა პარიზის წიგნის ბაზრობას საპატიო ქვეყნის სტატუსით ეწვიოს.
მისი განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ამ მხრივ წარმატებული გამოცდილება იყო. „ანბანით მოთხრობილი ამბავი“ მილიარდ მომხმარებლამდე მივიდა და მას 35 მილიონი ევროს ღირებულების გაშუქება ჰქონდა მხოლოდ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში.
წყარო: http://artnews.ge/
ქართული ვაშლის ჩიფსები “ენკენი” შესაძლოა, 2019 წელს ამერიკის ბაზარზე გავიდეს
ამ ეტაპზე ამერიკაში ქართული ვაშლის ჩიფსები სატესტო რეჟიმშია გაგზავნილი და სპეციალისტების საბოლოო დასკვნას ელოდება. შესაძლოა, ვაშლის ჩიფსი ჩინეთის ბაზარზეც გავიდეს.
წყარო: https://www.marketer.ge
დღეს ქართველი მხატვრის, ცისია როსტიაშვილის პერსონალური გამოფენა – NOX გაიხსნება
ეს ახალგაზრდა, თვითნასწავლი მხატვრის მეოთხე პერსონალური გამოფენაა.
წყარო: https://www.facebook.com/
2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა
ლაშა ტალახაძე – 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი
🏋️ ლაშა ტალახაძე – 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი
Gepostet von პირველი არხი am Mittwoch, 26. Dezember 2018
საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა.
წყარო: https://www.facebook.com/
28 დეკემბერს Soft Eject-ის საახალწლო კონცერტი გაიმართება
Soft Eject ქართული ფოლკ-როკ ბენდია, რომელიც 1990 წელს დაარსდა. უნიკალურმა მუსიკალურმა სტილმა და ინგლისურენოვანმა სიმღერებმა ჯგუფს მალევე მოუტანა პოპულარობა საქართველოში. 2017 წელს, 14-წლიანი პაუზის შემდგომ, ბენდი მსმენელის წინაშე ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air-ზე წარსდგა და რამდენიმე სხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა. ამჟამად Soft Eject ახალ ალბომზე მუშაობს და Tbilisi Event Hall-ში ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სიმღერებთან ერთად, ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს.
წყარო: https://www.facebook.com/
დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ქეთევან ყანჩაველის გამოფენას – “ფერადი მბზინავი ფანქრები”
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრების სერია სოფელ გრემის “თემის” ბინადრების ისტორიას უკავშირდება, სადაც სხვადასხვა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრობენ. ქეთევანი ესაუბრა “თემის” მისთვის უკვე კარგად ნაცნობ წევრებს და ფოტოპორტრეტების გარდა გადაიღო მოკლე ვიდეოჩანაწერები, სადაც თითოეული პირი თავის ისტორიაზე საუბრობს და გვიამბობს, თუ რა საჩუქარს ელოდება საშობაოდ.
წყარო: https://www.facebook.com/
გია დვალი, დავით ლორთქიფანიძე და ზაალ კოკაია წარმოგიდგენთ ლექციას – “მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი”
28 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების – მიუნხენის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორის, გია დვალის, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ-ის პროფესორის, დავით ლორთქიფანიძის და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის, ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე – „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“.
წყარო: https://www.facebook.com