fbpx

გთავაზობთ საჩუქრების იდეებს ქალებისთვის


გააზიარე სტატია

 

თუ ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრეთ საახალწლო საჩუქარი,  AT_ge. გთავაზობთ მცირე სიას და სეზონის ყველაზე გამორჩეულ ნივთებს. გადაავლეთ თვალი ჩვენს არჩეულ პროდუქციას.

 

George Keburia Sunglasses 

2018 წლის ყველაზე პოპულარული ნივთი და სუპერ ტრენდი – არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ მსოფლიოში – გიორგი ქებურიას წვრილი სათვალეა, რომელიც ისეთმა ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან: რიანა, კორტნი კარდაშიანი, ჯიჯი ჰადიდი, კაილი ჯენერი, კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი და თვით პამელა ანდერსონი.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი ქებურიას 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის კამპანია, ლილე სულაბერიძის მონაწილეობით, ნამდვილად საუკეთესო იყო.

 

idee.fixe 

ხელით შექმნილი, პრემიუმ ხარისხის ფეხსაცმელი, რომელიც ნატურალური ტყავისგან მზადდება. ამ ბრენდს ასევე საოცრად ჰარმონიული ესთეტიკა გამოარჩევს, დაათვალიერეთ მათი ინსტაგრამის პროფილი.

 

They said Books 

თუ წიგნის ჩუქება გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად ესტუმრეთ ამ Concept store-ს, გ. ახვლედიანის 10 ნომერში. მაღაზიაში საუკეთესო უცხოური გამოცემების წიგნები დაგხვდებათ ვიზუალურ ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, ინტერიერის დიზაინზე, კინოზე, მუსიკაზე, კულინარიაზე, მოგზაურობაზე და ა.შ. გარდა წიგნებისა, აქ ძალიან საინტერესო სხვა ნივთებსაც აღმოაჩენთ.

 

Ceramic 1300 

ტასოს და ჯიბუს კერამიკის სტუდია, რომელიც ნინოშვილის 8-ში, ფაბრიკაშია. საახალწლოდ აქ გამორჩეულად ლამაზი კოლექცია დაგხვდებათ. ასევე შეგიძლიათ, კერამიკის ყვითელი და ვარდისფერი გოჭების შეძენა.

 

Buyers.ge 

აქ საჩუქრების ძალიან დიდი არჩევანია, თან უკვე ფასდაკლებაც დაიწყო.  გთავაზობთ JUSTINE CLENQUET-ის სამკაულს, რომელიც ამ სეზონზე AT_ge-ს ფავორიტია.

 

Chaos concept store 

აქ იმდენად ბევრი და საინტერესო ნივთია, ამორჩევა ნამდვილად რთულია, თუმცა გამოვარჩევთ სათვალეებს და მის უზარმაზარ არჩევანს.  AT_ge.-ს სეზონის ფავორიტი კი manemanestudio-ის სათვალეებია. ქაოსში ახლა ფასდაკლებაა!


რეკომენდებული სტატიები
რა ვაჩუქოთ ახალ წელს კაცებს? - გთავაზობთ ჩვენს არჩეულ საჩუქრებს

რა ვაჩუქოთ ახალ წელს კაცებს? - გთავაზობთ ჩვენს არჩეულ საჩუქრებს

რა ვაჩუქოთ ახალ წელს კაცებს? - გთავაზობთ ჩვენს არჩეულ საჩუქრებს
გაგაცნობთ ქართული ბრენდების დამზადებულ სხვადასხვა პროდუქციას, რომელიც, ვფიქრობთ, სასაჩუქრე შოპინგის ციებ-ცხელების პროცესს გაგიმარტივებთ
რა ვაჩუქოთ ბავშვებს ახალ წელს? - გთავაზობთ ახალ წელს ჩვენს არჩეულ საჩუქრებს

რა ვაჩუქოთ ბავშვებს ახალ წელს? - გთავაზობთ ახალ წელს ჩვენს არჩეულ საჩუქრებს

რა ვაჩუქოთ ბავშვებს ახალ წელს? - გთავაზობთ ახალ წელს ჩვენს არჩეულ საჩუქრებს
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო უამრავი სათამაშოა, განსაკუთრებული, ბავშვის ინტერესებზე მორგებული ნივთების ასარჩევად ინფორმირებულობაა საჭირო. გთავაზობთ ჩვენს ფავორიტ ნივთებს, რომლებსაც ქართული ან არაქართული დამწყები კომპანიები ქმნიან.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.