fbpx

3 იანვარი დილიდან


გააზიარე სტატია

 

ქართველი ვიზუალური არტისტი და გრაფიკოსი ლევან სონღულაშვილი სინგაპურის არტ რეზიდენციის გამარჯვებულია

სონღულაშვილი რეზიდენციაში 2019 წლის 1 იანვრიდან 5 მარტამდე იქნება, სადაც თავის ახალ შემოქმედებით პროექტს შექმნის, რომლის ექსპოზიციაც გაზაფხულზე სინგაპურის გალერეაში მოეწყობა.

წყარო: http://artnews.ge

 

ჩოგბურთის ორი ლეგენდა – სერენა უილიამსი და როჯერ ფედერერი კორტზე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ

მატჩი ჰოფმანის თასის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში გაიმართა და ანგარიშით 4:2 4:3 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფედერერმა და სერენა უილიამსმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის პირველ შეხვედრაში ესპანელი ალბერტ რამოსი ანგარიშით 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა.

წყარო: https://static.popsport.com/

 

ნეტფლიქსის სერიალი – Stranger Things მესამე სეზონით 2019 წლის 4 ივლისს დაბრუნდება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ვიდეო: LADY GAGA-მ დევიდ ბოუის სიმღერა I’M AFRAID OF AMERICANS შეასრულა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ქალებმა ინდოეთის შტატ კერალაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად 620-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

Women's wall in Kerala

ისინი გენდერულ თანასწორობასა და ქალებისთვის ინდოეთის მთავარ ტაძარში  შესვლის უფლებას ითხოვენ.

წყარო: https://www.bbc.com/

 

UEFA-მ საქართველოს ნაკრებისა და ბელგიის “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იმ იმედისმომცემ 50 ფეხბურთელს შორის დაასახელა რომელთაც 2019 წელს ყურადღება უნდა მიექცეთ

UEFA-მ 21 წლამდე ასაკის 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სია პირველ იანვარს გამოაქვეყნა. UEFA ჩაკვეტაძეზე წერს, რომ ის არის “ქართველი კაკა”.

წყარო: https://www.uefa.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.