fbpx

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ


გააზიარე სტატია

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს პერსონალმა საქასრიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანა, რაც ოჯახისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.

ორივე გარდაცვლილი ქალი იყო. როგორც საქასრიას რწმუნებული ამბობს, ერთ-ერთი ქალის ოჯახმა მხოლოდ დასაფლავების შემდეგ გაიგო, რომ კლინიკიდან ცხედარი შეცდომით გამოატანეს, რადგან მათთან სოფელში დამარხული მიცვალებულის ოჯახი ჩავიდა და ცხედრის ამოსვენება მოითხოვა.

„83 წლის ქალი ანგელინა ბარბაქაძე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა მიცვალებული წამოიყვანა და 3 იანვარს დაკრძალა. ანგელინა ბარბაქაძის ჭირისუფალმა, რომელსაც ასევე შეცდომით გაატანეს სხვა მიცვალებული, ​საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს დღეს მიაკითხა და ანგელინა ბარბაქაძის ამოსვენება მოითხოვა. ამის შემდეგ მიცვალებულები გაცვალეს“, – განაცხადა ზურაბ ბარბაქაძემ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს საკუთარი მიცვალებული სახეზე შესიებული მოეჩვენა, თუმცა მიიჩნიეს, რომ ეს ავადმყოფობის გამო იყო და ამიტომ ეჭვი არ შეუტანიათ, რომ სხვა ადამიანი დაკრძალეს.

წყარო: http://1tv.ge


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.