7 იანვარი დილიდან
გაიგეთ პირველმა: 2019 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებულები ცნობილია
- საუკეთესო დრამატული სერიალი – The Americans
- საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში – რიჩარდ მედენი, Bodyguard
- საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრისია არკეტი, Escape at Dannemora
- საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – Shallow, A Star Is Born
- საუკეთესო სცენარი – Green Book
- საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – სანდრა ო, Killing Eve
- კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – კრისტიან ბეილი, Vice
- საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი – Roma
- მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი – ალფონსო კუარონი, Roma
- საუკეთესო კომედიური სერიალი – The Kominsky Method
- ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მიუზიკლში ან კომედიურ მხატვრულ ფილმში – ოლივია კოლმანი, The Favourite
- საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი – Green Book
- ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა – გლენ ქლოუზი, The Wife
- კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – დრამა – რემი მალეკი, Bohemian Rhapsody
- საუკეთესო მხატვრული ფილმი დრამის კატეგორიაში გახდა – Bohemian Rhapsody
სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.hollywoodreporter.com/lists/
Time’s Up-ის გარეშე არ ჩაუვლია წლევანდელ ოქროს გლობუსს
მსახიობები ცერემონიას სპეციალურად დამზადებული გულსაბნევებით დაესწრნენ და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სექსუალური შევიწროება.
წყარო: https://variety.com/2019/
Apple-მა Instagram-ში სიღნაღში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
ის ბერლინში მცხოვრებ ლევან კიკნაველიძეს ეკუთვნის, რომელმაც ფოტო Iphone-ით გადაიღო.
წყარო: https://www.instagram.com
სერიალი “ვიკინგები” მეექვსე სეზონით დასრულდება
შოუს შემქმნელები ამბობენ, რომ დასრულების შემდეგ შესაძლოა სპინოფის გადაღება დაიწყონ.
წყარო: https://deadline.com
აშშ-ის კინოკრიტიკოსთა გილდიამ 2018 წლის ფილმად „მხედარი“ დაასახელა
ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი კრიტიკოსებმა მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმს – „რომას“ მიანიჭეს.
წყარო: https://www.vulture.com/
9 იანვარს კინოს სახლი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად წარმოგიდგენთ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კინოჩვენებას, რომელიც კინოს სახლის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება
ნაჩვენები იქნება სერგო ფარაჯანოვის 1968 წლის შედევრი – „საიათ ნოვა“ („ბროწეულის ფერი“).
ღონისძიების მოწვეული სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეო ხატიაშვილი, რომელიც ისაუბრებს ავტორისა და მისი შემოქმედების შესახებ. კინოჩვენების შემდგომ გაიმართება დისკუსია.
წყარო: https://www.facebook.com/