fbpx

8 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

HBO-მ “სამეფო კარის თამაშების”, “დიდი პატარა ტყუილების” და 2019 წლის სეზონის სხვა სერიალების ახალი კადრები გაავრცელა

It All Starts Here #HBO2019

It’s going to be a very good year. Here’s your first look at Big Little Lies. #HBO2019

Gepostet von Big Little Lies am Sonntag, 6. Januar 2019

არხის პირველი პრომო ვიდეო ახალი და ძველი შოუების კადრებისგან არის აწყობილი და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ წინ უდიდესი სანახაობა გველის. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

9 იანვარს, 19:00 საათზე  რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის – “სერგო ფარაჯანოვი – სილამაზის მაესტროს” ჩვენება გაიმართება.

Image may contain: 1 person

წყარო: https://www.facebook.com

 

ნახეთ: FX-ის ახალი სერიალის პირველი ტიზერი სემ როკველისა და მიშელ უილიამსის მონაწილეობით

შოუ სულ რვაეპიზოდიანი იქნება და ის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორის, ბობ ფოსისა და ასევე გავლენიანი მსახიობისა და ქორეოგრაფის, გვენ ვერდენის ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com

 

13 იანვარს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება.

Image may contain: 1 person, smiling, night

წყარო: https://www.facebook.com/

 

10 იანვარს, 19:00 საათზე TBC ART Gallery გიწვევთ ზურაბ გურულის სადებიუტო წიგნის წარდგენაზე

No photo description available.

“სპილო წყვდიადში“ ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე, რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დიდმა პოეტმა, დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ. ზურაბ გურულმა თავად თარგმნა რუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც, რომლებიც ერთგვარ წინასიტყვაობად მიუძღვის რომანის მთავარი გმირის, სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე და შემდეგ ლუიზიანას  უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

სანდრა ო პირველი აზიელი მსახიობია, რომელმაც ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო

მსახიობმა სანდრა ომ საუკეთესო ქალის როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო და  პირველი აზიელი მსახიობი გახდა, რომელმაც 40 წლის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა ამ ნომინაციაში.

წყარო: https://www.buzzfeednews.com

კევინ სპეისი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა

კევინ სპეისი მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნანტაკეტის საოლქო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლო მოსმენა გაიმართა. მსახიობს 2016 წლის ზაფხულში ერთ-ერთ რესტორანში 18 წლის ბიჭის გენიტალიებთან შეხებაში ადანაშაულებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე  იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოების, „მათეს ვნებანის“ მიხედვით დადგმული მხატვრულ-მუსიკალური სპექტაკლის დახურული ჩვენება გაიმართება

 

სპექტაკლის მთავარი გმირები თეატრ „ბუდრუგანა გაგარას“ მსახიობები არიან და ემოციებსა და გრძნობებს  ხელებისა და ჩრდილების მეშვეობით გამოხატავენ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.