fbpx

„თქვენს სახელზე გზავნილია!“ – Stamba Hotel


გააზიარე სტატია

 

ბოლო პერიოდში საქართველო ტურისტებისათვის განსაკუთრებით პოპულარულ მიმართულებად იქცა. თბილისის მთავარისავიზიტო ბარათებისავტორად კიაჭარა გრუპიშეიძლება ჩაითვალოს, რომლის ყოველი ახალი პროექტი ქალაქს ახალ ენერგიას სძენს და თანაც ამ ყველაფერს ისე კარგად აკეთებს, რომ არც უკვე არსებული თბილისის ისტორიულ იერსახეს და რომანტიკას კარგავს. მგონი ყველა თანხმდება, რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ბოლო წლებში თბილისში სასტუმრო ბიზნესში მოხდასასტუმროსტამბასგახსნაა. თავისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურითაჭარა გრუპისინტერიერების ცნობა მარტივია: ტრენდული, ნოვატორული, ხარისხიანი და დახვეწილი. სასტუმრო სტამბა გამოფენები, პრეზენტაციები, კოქტეილები დაყველაზე მეტი Check In!

კონკრეტული შენობა, რომელშიც გამომცემლობა ფუნქციონირებდა,  30-იან წლებში ააგეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნაგებობამ, როგორც სხვა ბევრმა რამემ ქალაქში, ფუნქცია დაკარგა. „აჭარა გრუპისდაინტერესების შემდეგ, შენობა სასტუმროდ გადაიქცა და თბილისის ერთერთი ყველაზე პოპულარული ადგილიც კი გახდა.

მისი გამორჩეული ინტერიერებითა და გეგმარების დამსახურებით, სასტუმრო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ცნობადია და აღსანიშნავია, რომ იგი როგორც მომხმარებლს, ასევე ამ სფეროს პროფესიონალებსაც ძალიან მოწონთ. სწორედ ამიტომ სასტუმროთი დაინტერესდა AHEAD Global Awards, სადაც „სტამბა“ ერთ-ერთი ნომინანტია და ჩვენი დახმარებით შეიძლება გამარჯვებულიც გახდეს. ეს სასტუმროსთვის რიგით მეორე გამარჯვება იქნება, რადგანაც იგი უკვე The New Concept of the Year – ის პრიზიორია AHEAD Europe 2018 awards-ზე.

კონკრეტულად AHEAD Global Awards –ში მონაწილეობისთვის ტატო კოტეტიშვილმა და ირაკლი მეტრეველმა  სტამბისთვის“  გადაიღეს  სარეკლამო რგოლი – „თქვენს სახელზე გზავნილია!“ ილიკო სუხიშვილის და ნინო ჭიჭინაძის მონაწილეობით, სადაც კონცეპტუალურად არის შერწყმული კონკრეტული შენობის წარსულიც და აწმყოც . არსებული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ AHEAD Global Awards –ის საიტზეც.

 


AHEAD Global Awards -ში მონაწილეობა სასტუმრო ინდუსტრიაში აღიარების  ყველაზე დიდი მანიშნებელია, რის გამოც ჩვენი აქტიურობა არა მხოლოდ „აჭარა გრუპის“ გამარჯვება იქნება, არამედ მთელი ქვეყნისაც. საქმე კი ძალიან მარტივადაა – არსებული ჟიურის გარდა, ამ საქმეში  ჩვენ ჩვენი წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ.
უბრალოდ ერთხელ კიდევ უნდა დავდგეთ ერთად და კონკრეტულ საიტზე ხმა სასტუმროსტამბასმივცეთ.

ხმის მიცემის პროცესი კი ასე გამოიყურება – გადავდივართ ლინკზე:  https://www.aheadawards.com/global/2019/voting და ვირჩევთ სასტუმროებს ყველა კატეგორიაში, ან ვნიშნავთ SKIP CATEGORY. კატეგორიაში The New Concept of the Year, სასტუმროების ჩამონათვალში შესაძლებელია ავირჩიოთ სასტუმროსტამბა“. ბოლოს, წერილობით აღვნიშნოთ ჩვენი ფავორიტი სასტუმრო და მივუთითოთ ხმის მიმცემის სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ასევე მნიშვნელოვანია მოვნიშნოთ I agree to the terms and conditions და დავაჭიროთ ღილაკს “Cast Votes”. ხმის მიცემა 2019 წლის 28 იანვრამდეა შესაძლებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.