ექსპერიმენტული პლატფორმა “კირკე” წარმოგიდგენთ მხატვრულ ფილმს MA


გააზიარე სტატია

Image may contain: 1 person, standing, mountain, text and outdoor


კირკე”- ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ მხატვრულ ფილმს – MA (რეჟისორი Celia Rowlson-Hall).

ფილმი, რომელშიც ქალი სამხრეთ-დასავლეთ ამერიკის გადამწვარ ველებს კვეთს, თანამედროვე ხედვით წარმოჩენილი წმინდა მარიამის პილიგრიმობაა.

ეს არის სრულიად გარდაქმნილი და მხოლოდ მოძრაობით გამოხატული ნარატივი. ფილმი ქალის როლის დეკონსტრუქციას ხალისიანად ახდენს.  ის გაბედული პერსონაჟებით სავსე სამყაროს ეჯახება, სადაც ისინი მონაცვლეობით საშინელი და ამაღელვებელი არიან.

MA არის მოგზაურობა ინტუიციურსა და სურეალიზმში, ჩახლართულ რიტუალებში და ასევე, სხეულში – როგორც სკულპტურაში. ფილმში დიალოგის არარსებობა აღვივებს გრძნობებს და ნაცნობი ისტორიის ახალი დასასრულის წარმოსახვისკენ მივყავართ. ქალწული მარიამი სამყაროს მხსნელს შობს, თუმცა საკუთარი თავის გადარჩენაც მისთვის  ახალი გამოწვევაა.

 

 

ფილმის ჩვენება შედგება 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით კინოთეატრ “ამირანში”.

ფილმის ჩვენების მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.

ქალთა ფონდი საქართველოში აგრძელებს საქველმოქმედო კამპანიას – „თავშესაფარს მიღმა,“ რომლის ფარგლებში ცდილობს მოიძიოს სახსრები ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ეკოლოგიურად სუფთა სათბურის ასაშენებლად.

სათბური ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით მოამარაგებს იქ მცხოვრებ ადამიანებს, დასაქმდებიან თავშესაფარში მცხოვრები ქალები. მუშაობას თერაპიული დატვირთვაც ექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფარში მცხოვრები დედებისა და მათი შვილებისთვის.

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება თავშესაფარში.

 

ასევე, შეგიძლიათ  ონლაინ შემოწირულობა გაიღოთ შემდეგ ბმულზე: http://womenfundgeorgia.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.