fbpx

„მაგთი“ და „ჯეოსელი“ ტარიფებს სინქრონულად გააძვირებენ


გააზიარე სტატია

“მაგთისა” და “ჯეოსელის” (რომელიც ცოტა ხნის წინ “სილქნეტმა” შეიძინა) აბონენტებს მალე ტელეფონით სარგებლობის ტარიფები გაუძვირდებათ. “მაგთის” ტარიფები 18 თებერვლიდან, ხოლო “ჯეოსელის” – 1 მარტიდან შეიცვლება.

“მაგთის” ცნობით, 18 თებერვლიდან მომხმარებელი “მარტივი 25”-ს ნაცვლად, განახლებულ პაკეტ “მარტივს” მიიღებს. აღნიშნული პაკეტი არსებულთან შედარებით 5 ლარით ძვირი იქნება და 30 ლარი ეღირება. გაძვირებული პაკეტის “მარტივის” ფარგლებში მოქალაქეები გაზრდილ მობილურ ინტერნეტს მიიღებენ და 1 000 მგ-ის ნაცვლად ის 1 500 მბ იქნება. (ახალი ტარიფები იხილეთ ბმულზე )

“სილქნეტის” ცნობით კი “ჯეოსელის” “ახალი პაკეტი მეტი S” 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; “ახალი პაკეტი მეტი M” 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; “ახალი პაკეტი მეტი უსასრულო” კი მარტიდან – 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა. (ახალი ტარიფები იხილეთ ბმულზე)

კომპანიები ასევე აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც “ჯეოსელის” შემთხვევაში თვეში 20 თეთრი; ხოლო “მაგთის” აბონენტებისთვის 180 დღეზე – 1 ლარი იქნება. ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.

ინფორმაცია “ბიზნესპრესნიუსმა” გაავრცელა


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.