fbpx

22 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

 

Black Sea Arena-ზე, სავარაუდოდ, მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

მას საქართველოში “ბრავო რექორდსი” ჩამოიყვანს, რომლებიც მუსიკოსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, მომღერალი საქართველოში Check in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვა. 

წყარო: http://www.bm.ge/

 

მარიშა ურუშაძეს და მის ვარცხნილობას ამერიკული Vogue სტატიას უძღვნის

ამერიკულმა ვოგმა ხუთ ქალზე სტატია დაწერა, რომლებიც 80-იანების წლების ვარცხნილობას დღევანდელ ეპოქაში აბრუნებენ. მათ შორის კი ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძეც მოხვდა.

წყარო: https://www.vogue.com/

 

ნეტფლიქსის სერიალებმა – You-მ და Sex Education-მა სტრიმინგ სერვისზე 40-40 მილიონი ნახვა დააგროვეს

ნეტფლიქსს საერთო ჯამში 139 მილიონი გამომწერი ჰყავს.

წყარო: https://screenrant.com/

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა თანამდებობა დატოვა

Image may contain: 1 person, closeup

მაღალაშვილმა წასლამდე განცხადება გაავრცელა: “ძვირფასო კოლეგებო! სამი წელი იწურება, რაც მე ვხელმძღვანელობ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და, ამავე დროს, საინტერესო პერიოდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, პრაქტიკაში განმეხორციელებინა ის ხედვა, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა ჩამოყალიბებული. ვცდილობდი, ვყოფილიყავი ობიექტური, მიუკერძოებელი და დავმდგარიყავი პირად სიმპათიებსა და ურთიერთობებზე მაღლა.

მოხარული ვარ, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში ყველამ ერთად მოვახერხეთ, კიდევ უფრო წინ წაგვეწია ქართული კინოინდუსტრია. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი ჩანაფიქრის განხორციელება, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც მიმაჩნდა ძალზე იოლ თემად, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა სულ სხვა. მაგალითად, რეგიონული ფონდის შექმნა აჭარაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობის საკითხი ქართულ კინოწარმოებაში და ე.წ. ჩამოკიდებული რეგიონული ფონდის დაარსება ეკონომიკის სამინისტროში.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხებზე დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რათა საქართველოში არსებობდეს დაფინანსების რამდენიმე წყარო და არა მხოლოდ ეროვნული კინოცენტრი. ვფიქრობ, დროა კინოცენტრის ხელმძღვანელად მოვიდეს პროფესიონალი, რომელიც კიდევ უფრო წინ წასწევს ქართულ კინოინდუსტრიას. მიმაჩნია, რომ ახალი დირექტორი ღრმად უნდა ერკვეოდეს კინოწარმოების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგჯერ, ერთი შეხედვით თითქოსდა ძალზე კეთილშობილურმა, საჭირო და აუცილებელმა გადაწყვეტილების მიღებამ გამოუსწორებელი დარტყმა შეიძლება მიაყენოს თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ინდუსტრიას.

ძვირფასო კოლეგებო, მე ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას და გამოვთქვამ მზადყოფნას, ყველანაირად მხარში დავუდგე, გავუზიარო გამოცდილება ახალ დირექტორს. მადლობა ყველას!”

წყარო: https://www.facebook.com/

 

ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” ბრიუსელის კინოფესტივალზე აჩვენეს.

Image may contain: outdoor, water and nature

წყარო: https://www.facebook.com

 

Airbnb იტალიის პატარა სოფელში სამი თვით უფასოდ ცხოვრების მსურველებს ეძებს

Airbnb Grottole sabbatical

 ეს შემოთავაზება საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, როგორ ცხოვრობენ იტალიელები, დააგემოვნოთ ადგილობრივი ტრადიციული კერძები და იტალიურ ენაც ისწავლოთ. ამ ყველაფერში კი ფულს არა თქვენ, არამედ ისინი გადაგიხდიან.

წყარო: https://www.thisisinsider.com/

 

ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

Image may contain: 1 person, smiling, standing

36 მონაწილეს შორის, რომლებიც ბელგრადში გამართულ ტურნირში მონაწილეობდნენ, ალინა ურუშაძემ გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. მომდევნო ტურნირი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელზეც ალინა ურუშაძე იასპარეზებს, 9 -16 თებერვლის ჩათვლით  ბოსნიასა და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com

 

ჯეკი ჩანის ახალი ფილმის თრეილერი გამოვიდა

კომედიური ფენტეზის მთავარი პერსონაჟი დემონებზე მონადირე მწერალია.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=h6MdR2BMJ7U


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.