22 გამორჩეული თანამედროვე გრაფიკოს-ილუსტრატორის ექსპოზიცია მადრიდში
მადრიდში, კერძო მუზეუმში, Museo ABC-ში, სადაც თანამედროვე გრაფიკოსების ნამუშევრებია თავმოყრილი, იხსნება გამოფენა სახელწოდებით #FINAESTAMPA_. დამთვალიერებელი მოდის ინდუსტრიაში მომუშავე 22 ილუსტრატორისა და მხატვრის 150-მდე ნამუშევარს იხილავს.
კურატორების თქმით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხატვრები და ილუსტრატორები სახელგანთქმული დიზაინერების ჩრდილქვეშ ექცეოდნენ და მათ შესახებ ცოტამ თუ იცოდა რაიმე.
ეს მოცემულობა კი ინტერნეტმა შეცვალა და ნიჭიერ, მაგრამ უცნობ არტისტებს თავის წარმოჩენის საშუალება მისცა.
- Francois Berthoud
- Blair Breitenstein
- Jason Brooks
- Laura Gulshani
- Amelie Hegardt
„XXI საუკუნე „ილუსტრაციის ოქროს საუკუნეა“, რადგან ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს და მთელ მსოფლიოში გაითქვას სახელი.
ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ინტერნეტზე წვდომა და სოციალური ქსელებით სარგებლობის შესაბამისი უნარები“, – აღნიშნულია გამოფენის აღწერაში. #FINAESTAMPA-ს მონაწილეები სწორედ ამგვარი პრინციპით, Instagram ანგარიშების მიხედვით შეარჩიეს.
- Helln Bullock
- Gill Button
- Cecilia Carlstedt
- Mats Gustafson
- Richard Kilroy
#FINAESTAMPA_-ს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ცნობილი ილუსტრატორების, ასევე დამწყები და პერსპექტიული არტისტების ნახატები.
დამთვალიერებელი მატს გუსტაფსონის, ჯილ ბატტონის, ჰიროში ტანაბეს, ჯეისონ ბრუკსის, რიკარდო ფუმანალის, რიჩარდ კილროისა და სხვათა ნამუშევრებს 15 იანვრიდან 19 მაისამდე იხილავს.
- Jean Philippe Delhomme
- David Downtown
- Ricardo Fumanal
- Richard Haines
- Jordi Labanda
- Jowy Maasdamme
- Rosie McGuinness
- Ines Maestre
- Hiroshi Tanabe
- Unskilled Worker