fbpx

რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან


გააზიარე სტატია


თუ  გყავთ შინაური ცხოველი ან მის ყიდვას აპირებთ, გირჩევთ აუცილებლად გაწევრიანდეთ ჯგუფებში, სადაც უამრავ რჩევას და რეკომენდაციას მიიღებთ, როგორ გახდეთ თქვენი მეგობრის უკეთესი პატრონი. წარმოგიდგენთ Georgian Moms-ის მსგავს, ყველაზე პოპულარულ ჯგუფებს:

ფისომოყვარულთა ჯგუფი

თუ თქვენ ფისო გყავთ და ამ ჯგუფის წევრი ჯერ კიდევ არ ხართ, სასწრაფოდ გააგზავნეთ მოთხოვნა, აქ ყველაფერს გაიგებთ კატების სამყაროს შესახებ. ჯგუფში მოქმედებს წესები – გირჩევთ გაეცნოთ ამ წესებს და დაიცვათ, რათა თავიდან აიცილოთ გაურკვეველი სიტუაციები.

ცხოველების ყიდვა-გაყიდვა, გაჩუქება

 თუ ჯერ კიდევ არ გყავთ ყველაზე ერთგული მეგობარი და მას ეძებთ, ეს ჯგუფი დაგეხმარებათ – აქ ხშირად ლეკვებსა და კნუტებს აჩუქებენ კიდეც.

აკვარიუმის თევზების ჯგუფი 

უცნაურია, მაგრამ თევზებისთვისაც მოიძებნება სპეციალური ჯგუფი, სადაც გარდა საჭირო ინფორმაციის მიღებისა, ყიდვას ან გაყიდვასაც შეძლებთ.

თუთიყუშები და იადონები 

გაგიკვირდებათ და, თუთიყუშების და იადონების მოყვარულთა საზოგადოებაც კი არსებობს Facebook-ზე და თან ჯგუფი 1500-ზე მეტი ადამიანისგან შედგება. გარდა საჭირო რჩევებისა, აქ თუთიყუშების სახალისო ვიდეოებსაც ნახავთ.  მოკლედ თუ თქვენ ფრინველების მოყვარული ბრძანდებით, ეს ჯგუფი თვენთვისაა.

ზღვის გოჭები, ზაზუნები, კუები, თუთიყუშები და ზღარბები 

თუ აქ ჩამოთვლილი ცხოველებიდან რომელიმე სახლში გყავთ, აუცილებლად გაწევრიანდით და მიიღეთ სასარგებლო რჩევები მათი მოვლის შესახებ. თუკი  აქ ჩამოთვლილი არცერთი ცხოველი არ გყავთ, მაგრამ გაქვთ სურვილი, რომ გყავდეთ, მაინც გაწევრიანდით, რადგან ამ ჯგუფში ცხოველებს ხშირად აჩუქებენ.

მომეცი თათი

გარდა რჩევებისა, ეს ჯგუფი, სადაც 31 000 ადამიანია გაწევრიანებული, ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებით, ამ ჯგუფის დახმარებით ბევრმა ძაღლმა იპოვა თავისი პატრონი და თავშესაფარი.

დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები

 ეს ჯგუფი შექმნილია იმისათვის, რომ დავეხმაროთ დაკარგულ ცხოველებს და კვლავ ვაპოვნინოთ საკუთარი პატრონები – წერია მათ პირად ინფოში. თუ  თქვენი მეგობარი დაიკარგა, შეგიძლიათ ამ ჯგუფის იმედი გქონდეთ, რადგან მისი  მეშვეობით ძალიან ბევრმა იპოვა თავისი დაკარგული ძაღლი.

გარდა ამ ჯგუფებისა, სოციალურ ქსელში შეგიძლიათ იპოვოთ მაგ., ძაღლების ჯგუფი თქვენთვის სასურველი ჯიშის მიხედვით, აქ არის ლაბრადორების, პუდელების, კანეკორსოების, მონადირეების და ა.შ. ჯგუფები.

 

1,263 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.