fbpx

ქართული ბრენდი “რკო” პარიზის საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაზე წარდგება


გააზიარე სტატია

 

დღეს, 26 იანვარს პარიზში საბავშვო ტანსაცმლის გამოფენა Playtime გაიხსნა,  სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 557 ბრენდი მონაწილეობს. გამოფენაზე ქართული საბავშვო ბრენდი “რკო” 2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით იქნება წარმოდგენილი.


გაგაცნობთ ბრენდის კონცეფციას და სამომავლო გეგმებს. გვესაუბრება დამფუძნებელი, თაკო მეგრელიშვილი:

“რკო” სამმა მეგობარმა დავაარსეთ. ფეხმძიმობის დროს გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაცები მომექსოვა ჩემი შვილისთვის და ინტერნეტის საშუალებით ქსოვა ვისწავლე, თუმცა ეს ფეხმძიმობის ახირება მეგონა და ვიფიქრე, რომ მალე დასრულდებოდა.

 

 

საწყის ეტაპზე ჩემს მოქსოვილ ნივთებს მეგობრების შვილებს ვჩუქნიდი და ვხედავდი, რომ ძალიან კარგად იყენებდნენ. ხშირად მეუბნებიან, რომ, მაგალითად, პლედი, რომელიც მაშინ გვაჩუქე, დღემდე ვიყენებთო.  აქედან დაიწყო ამ იდეის ბიზნესად ქცევა ჩემს ორ მეგობართან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთიც დიდი ხანი იყო გატაცებული საბავშვო ტანსაცმლის კერვით.

”რკოს” მთავარი კონცეფცია რაღაც უფრო ნოსტალგიურია, რადგან გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ნივთები, როგორსაც ბავშვობაში ბებოები და დედები გვიქსოვდნენ და გვიკერავდნენ და რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი იყო.

 

გვესაუბრეთ პარიზში გამართული გამოფენის, Playtime-ის  შესახებ

ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ქართული ტანსაცმლის ბრენდი პირველად მონაწილეობს ამ მასშტაბის გამოფენაში. პირველ რიგში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და ამასთანავე ექსპორტზე გასვლის რეალური შანსიც, რაშიც ძალიან დაგვეხმარა “აწარმოე საქართველოში”. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ამ გამოფენის ფარგლებში ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ბრიტანულმა ბლოგმა “რკოზე” დაწერა, როგორც ღონისძიების გამორჩეული მონაწილეზე. ასევე აღმოვჩნდით გამოფენის ინსტაგრამის გვერდზეც.

 

 

რა კოლექციით არის წარდგენილი “რკო” პარიზში?

პარიზში ჩამოვიტანეთ ჩვენი 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, რომელიც შერეულია და შედგება როგორც ნაქსოვი, ასევე შეკერილი ტანსაცმლისგან.  ეს კოლექცია ჩვენს მომხარებელს ჩვენს შოურუმშიც დახვდება.




 

რა მასალას იყენებთ კოლექციების შესაქმნელად?

შეკერილი ტანსაცმლისთვის ჩვენ 100%-იან ნატურალურ ბამბას ვიყენებთ, ხოლო ნაქსოვი ნივთებისთვის ბუნებრივ და სპეციალურად ბავშვისთვის დამუშავებულ შალის ძაფს. თუმცა შეიძლება ხელოვნური ძაფიც გამოვიყენოთ, რაც ნამდვილად არ ნიშნავს ცუდ ხარისხს, არის ანტიალერგიული და რბილი, და პირიქით, მშობლები თავად გვიკვეთავენ ხოლმე, რომ ბავშვები არ შეწუხდნენ და ქუდების მოხდა არ მოუნდეთ. ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია, რომ ბავშვი “რკოს” პროდუქციაში თავს კომფორტულად გრძნობდეს.

 

 

მომხმარებელი “რკოს” ძირითადად ნაქსოვი ქუდებით იცნობს, კიდევ რას სთავაზობთ მშობლებს და ბავშვებს?

გარდა ნაქსოვი ქუდებისა და პროდუქტისა, ჩვენ ასევე ვაწარმოებთ შეკერილ ტანსაცმელს – კაბებს, პერანგებს, ბრიჯებს, ქვედაბოლოებს და ა.შ. ასევე, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და სხვებისგან გამოგვარჩევს, გვაქვს ახალშობილის ნაკრები, რომელიც შედგება ნაქსოვი პლედისგან, ფაჩუჩებისგან, ქუდისა და ბოდესგან. გვაქვს მისი სასაჩუქრე შეფუთვაც და მთელი კომპლექტის ღირებულება არის 130 ლარი.

 

 

ბოლო დროის მოდის ერთ-ერთი ყველაზე ტენდენციური მიმართულებაა უნისექსი-ტანსაცმელი, ამ შემთხვევაში “რკო” რას სთავაზობს მომხმარებელს?

რა თქმა უნდა, გვაქვს ნაქსოვი ჟაკეტი, ქუდები და შეკერილი ბრიჯები, რომლებიც გოგოებისთვისაც არის და ბიჭებისთვისაც. ვიყენებთ ნეიტრალურ ფერებს პასტელური პალიტრიდან, რის მიხედვითაც არ ხდება მათი გამორჩევა.

 

 

და მაინც, რას თვლით “რკოს” ყველაზე გამორჩეულ პროდუქტად?

ალბათ, პირველ რიგში, მაინც ჩვენს ქუდებს, რომელიც რამდენიმე სახისაა და აქვთ თავიანთი სახელები, გვაქვს შლემები, პიქსი, როქეთი, ბაბლი და პოპკორნი.

 


რეკომენდებული სტატიები
ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები

ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები

ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები
გაგიადვილოთ ბავშვებისთვის საჩუქრების შერჩევის პროცესს და გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომლებიც გამორჩეულ საბავშვო პროდუქტს აწარმოებენ
შეკერე შენი სათამაშო - "ოლაფინია" სეზონის საუკეთესო საჩუქარი ბავშვებისთვის
Play Video

შეკერე შენი სათამაშო - "ოლაფინია" სეზონის საუკეთესო საჩუქარი ბავშვებისთვის

შეკერე შენი სათამაშო - "ოლაფინია" სეზონის საუკეთესო საჩუქარი ბავშვებისთვის
ნუცი და სოფო მალაშხიებმა გადაწყვიტეს ისეთი სათამაშო შეექმნათ, რომელსაც ბავშვი თავისი ხელით, მშობელთან ერთად შეკერავდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.