fbpx

თბილისში შერეული საბრძოლო ხელოვნების პირველი კლუბი გაიხსნა


გააზიარე სტატია


ავტორი: გიორგი მაკარაშვილი
ფოტო: ირაკლი ჭელიძე

თბილისში პირველი ММА (Mixed Martial Arts) პროფესიული კლუბი გაიხსნა.

სპორტის ეს სახეობა მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს.

 



ММА ერთდროულად საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე სახეობას აერთიანებს. კლუბში მსურველები კარატეს, კიგ ბოქსს, ძიუდოს, სამბოს, ბოქსს და გიჯურიოს დაეუფლებიან.
კლუბის დამფუძნებელი კოტიკო ჩაჩავა ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციაც.

 



კლუბში უკვე ვარჯიშობს 15 სპორტსმენი, მათგან 5 პროფესიონალია. საინტერესოა სპორტის ამ სახეობით გოგონების დაინტერესება.

კლუბის მიზანი სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული სპორტსმენების მაღალ დონეზე გადამზადება და მათთვის ელიტურ ლიგაში (UFC) დამკვიდრებაში ხელშეწყობაა. ამ მხრივ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ფედერაციასთან.

 

მისამართი: თამარაშვილის 13ა
საკონტაქტო ტელეფონი:
577512121


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.