fbpx

5 საჩუქარი საყვარელი სახლისთვის – Buyers.ge


გააზიარე სტატია

 

ახალი წელი ცვლილებებისთვის საუკეთესო დროა. მაგალითად, საკუთარ სახლში გარემოს გადახალისება ყოველთვის კარგი იდეაა, თუმცა ხშირად ეს დამღლელ რემონტთანაა ასოცირებული. კედლების ნგრევა სულაც არ არის აუცილებელი. „ბაიერსის“ შოურუმში მარტივად იპოვით ნივთებს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს ახალ სიცოცხლეს შესძენენ.

სახლის ხასიათი ხომ სწორედ პატარა დეტალებისგან იქმნება. კომპანია “პოლს პოტენი” სწორედ ასეთ ნივთებს ქმნის – პრაქტიკულს, ლამაზს, დიზაინის უკანასკნელი ტრენდების გათვალისწინებით. ყველა ნივთი თბილისშია და მათი ნახვა „ბაიერსის“ შოურუმშია შესაძლებლი. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ნივთს სახლში მოგიტანენ.

 

ყულაბა pols potten-ის  Bunny Bum Gold სახალისო ეკონომიისთვის.

ყულაბა Bunny bum gold

ეს ოქროსფერი, კერამიკული იოგით გართული არსება, ყველაზე დელიკატურად შეგახსენებთ, რომ რაციონალურობა გმართებთ. ამ მხიარულ  კურდღელში შეგიძლიათ სახლის ახალი საჩუქრის შესაძენი ფული დააგროვოთ

 

ოქროსფერი შუშის შანდალი Antique Gold Triple Arm Pols Potten-ისგან რომანტიკული განსწობის შესაქმნელად.

შანდალი Antique gold triple arm

ყოველთვის საინტერესოა ისეთი ნივთი, რომელიც ის არ არის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. “პოლს პოტენის” შანდალი  მძიმე ოქროსფერი მეტალისა გეგონებათ, სინამდვილეში კი – შუშისაა. თანამედროვე იდეა, რომელიც კლასიკური ფორმის უკან იმალება, ყოველთვის საინტერესო და ეფექტური სვლაა.

 

ფერადი ჭიქების ნაკრები Pols Potten-ისგან  წვეულებისთვის.

ფერადი, ფაქტურული მინა ყოველთვის საინტერესოა და ყველა ინტერიერს უხდება. მით უმეტეს, რომ “პოლს პოტენის” ჭიქების სეტი რამდენიმე ვერსიაში არსებობს. შეგიძლიათ რომანტიკული ყვავილები ან გეომეტრიული ნახატი აირჩიოთ. თუ საზეიმო ვახშმის გამართვა ჯერ არასოდეს გიცდიათ, ეს ჭიქები თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება. 

 

ჩაის ფერადი ფინჯნები Grandpa, Pols Potten-ისგან ნოსტალგიის გასაქარწყლებლად.

ჩაის ჭიქების ნაკრები Grandpa (4 ცალი)

თუ ბაბუის მომზადებული კაკაო მოგენატრათ, მაგრამ საყვარელი ჭიქა კარგა ხანია გაგიტყდათ, “პოლს პოტენის” მხიარული ჩაის ფინჯნების ნაკრები სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კლასიკა მოსაწყენი არ იყოს და რომ დროში გამოცდილი ფორმა ყოველთვის ამართლებს.

 

დეკორატიული ბოთლების ნაკრები Bubbles and Bottles Pols Potten-ისგან – უბრალოდ სილამაზისთვის.

ბოთლების ნაკრები Bubbles & bottles chic mix set4

ეს საოცარი შუშის ბოთლები იმდენად მშვენიერია, რომ კითხვა მათი პრაქიკული დანიშნულების შესახებ სრულიად ზედმეტია, ნაცრისფერი შუშის ყელს, ყვითელი შუშისვე მრგვალი სახურავი პატარა მზესავით ანათებს. უბრალოდ დატკბით.

 


რეკომენდებული სტატიები
ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან
აქსესუარები თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოგონასთვის მარგალიტის საყურე, გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც საინტერესო ხელნაკეთ სამკაულს ამზადებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.