fbpx

28 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს 28 იანვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის კიდევ ერთი თვის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

თუ სინოპტიკოსებს დავუჯერებთ, ჰაერის ტემპერატურა დღეს 13 გრადუსი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, არცთუ ისე კარგია, მაგრამ ცოტაც მოვიცადოთ და მზის სხივები უფრო და უფრო გაგვათბობს.

რაც შეეხება მთავარ სიახლეებს:

 

დემნა გვასალიამ “კმარას” მაისური გამოუშვა

Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მოხვდა მაისური წარწერით “კმარა”, რომელსაც ვარდების რევოლუციისდროინდელი ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა “კმარას” ლოგო აქვს ზურგზე გამოსახული, წინა მხარეს კი, გულთან, თეთრი ბორჯღალი ახატია. მაისური £491 ღირს.

წყარო:  https://www.radiotavisupleba.ge/

შესაძენი ლინკი: https://www.mrporter.com/

 

ნახეთ დღის ფოტო: ქართული ღვინო ანტიოკუპაციური წარწერით

 

7 თებერვალს კარლო კაჭარავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

Image may contain: 1 person, beard, meme and text

წყარო: https://www.facebook.com/

 

30 იანვარს კინოს სახლში ჰონგკონგური „მეორე ტალღის“ რეჟისორის, ვონ კარ-ვაის ფილმის, „ჩანგკინგის ექსპრესის“ ჩვენება გაიმართება

Image may contain: 2 people, people sitting, night, child and indoor

ღონისძიების მოწვეული სტუმარია კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი ალექსანდრე გაბელია. ფილმი ორი პოლიციელის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს ვონ კარ-ვაისთვის დამახასიათებელი ვიზუალური სტილით, რომელშიც დიდი წვლილი კინოოპერატორ კრისტოფერ დოილს მიუძღვის.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“პრინცესას დღიურების” მესამე ნაწილზე მუშაობა მალე დაიწყება

ფილმის მესამე ნაწილის სცენარის არსებობა და გადაღების დაწყებისთვის მზადყოფნა დაადასტურა მთავარი როლის შემსრულებელმა ენ ჰეთეუეიმ. ფილმში ვიხილავთ ლეგენდარულ ჯული ენდრიუსს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ: პირველი ფოტოები კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმიდან “ერთხელ ჰოლივუდში”

Once Upon a Time in Hollywood Banner - First Official Images from Tarantino’s Charles Manson Movie ONCE UPON A TIME IN HOLLYWOOD Hit the Internet

სურათში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი და ალ პაჩინო ასრულებენ.

წყარო: https://www.dreadcentral.com

 

 

ჰაიაო მიაძაკი სტუდია „გიბლისთან“ ერთად კიდევ ორ ფილმზე იმუშავებს

ავტორმა ბოლო ანიმაცია 2013 წელს შექმნა და განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო ანიმე იყო, თუმცა საბოლოოდ გადაიფიქრა და ახლა შვილთან ერთად ახალ სიუჟეტზე მუშაობს.
წყარო: https://screenrant.com/

 

ფეისბუქი გეგმავს, რომ მესენჯერს, ინსტაგრამსა და Whatsapp-ს შორის კომუნიკაცია შესაძლებელი გახადოს

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანში შეიძლება ველოდოთ აღნიშნულ ცვლილებებს.

წყარო: https://www.theverge.com/

 

 

ნახეთ დღის ვიდეო: ბრედლი კუპერი ლედი გაგას კონცერტზე გამოჩნდა და ოსკარის ნომინანტი სიმღერა Shallow შეასრულა.

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.