ტრეტიაკოვის გალერეიდან ნახატის მშვიდი გამტაცებელი უკვე ლეგენდად იქცა
გააზიარე სტატია
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი, რომელზეც ჩანს არხიპ ქუინჯის ნახატის მოპარვის მომენტი.
გამტაცებელმა ნახატი “აი პეტრი. ყირიმი” გამოფენაზე მყოფი პუბლიკის თვალწინ ჩარჩოდან ამოიღო და აუჩქარებლად დატოვა შენობა.
არხიპ ქუინჯის ნამუშევარი 27 იანვარს, ტრეტიაკოვის გალერეის საინჟინრო კორპუსიდან მოიპარეს, სადაც მხატვრის გამოფენა მიმდინარეობს. გამტაცებელი სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენიმე საათში, მოსკოვის სიახლოვეს, ერთ-ერთ დასახლებაში აიყვანა, ხოლო გატაცებული ნამუშევარი გალერეას დაუბრუნეს. გამოფენა დაგეგმილ რეჟიმში გრძელდება.
ეს კი თავად ცივსისხლიანი გამტაცებლის აყვანის კადრებია: