fbpx

ჰობო – ახალი ბრენდი სატრანსპორტო ბაზარზე


გააზიარე სტატია


ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის. სტარტაპს “ჰობო” ჰქვია და ის მომხმარებელს გამარტივებულ და კომფორტულ მგზავრობას სთავაზობს.

ჰობოს” საშუალებით თქვენ შეძლებთ სამარშუტო ტაქსების ონლაინ დაჯავშვნას და ბილეთების ელექტრონულად, ვებსაიტ tkt.ge-ზე შეძენას.

აღსანიშნავია, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც “ჰობოს” კლიენტებს მოემსახურება, იქნება მაღალი კლასის, ტექნიკურად გამართული, აუცილებლად მარცხენა საჭიანი და მასში არ დამონტაჟდება  თხევადი აირის ავზი. ტრანსპორტში აუცილებლად იქნება WiFi და კომფორტული მგზავრობისთვის აუცილებელი სხვადასხვა დეტალები.

სტარტაპერი ნიკო ღუღუნიშვილი ამბობს, რომ პირველი მგზავრები “ჰობოს” შაბათს ეყოლება.

შემდეგი კვირიდან კი რეისები თბილისიდან გუდაურის მიმართულებით და უკან უკვე ყოველდღიურად შედგება. “ჰობო” მომავალში ახალი ლოკაციების დამატებას გეგმავს.

საკონტაქტო ნომერი: 595 71 99 22

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.