სად და რა ვჭამოთ ღამის თბილისში?


გააზიარე სტატია

 

თბილისში უკვე გვყავს ღამის ეკონომიკის მმართველი გუნდი, დუღს კლუბური ცხოვრება და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ღამე აქტიურად ცხოვრობენ. რა ხდება ამ დროს დედაქალაქის საკვებ ობიექტებში? სად და რისი ჭამაა შესაძლებელი?

 

სუში 24 

ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ახლად გახსნილი სუშის კაფე თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო სუშის გთავაზობთ 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია როგორც ადგილზე მირთმევა, ასევე გამოძახება საიტის და სხვადასხვა მიტანის სერვისის მქონე აპლიკაციების საშუალებით.

 

კრაბსბურგერი

სპანჯ ბობის ანიმაციის ყურებისას ერთხელ მაინც გაგჩენია სურვილი გაგესინჯა ის მადის აღმძვრელი ბურგერი, რომელსაც ასე სათუთად ამზადებს მხიარული ყვითელი ღრუბელი? გიოცნებია, საიდუმლო რეცეპტი შენს ხელთ აღმოჩენილიყო, რომ რამენაირად გაგესინჯა ეს სანუკვარი კერძი? მაშინ  შეგიძლიათ კრაბსბურგერს მიმართოთ, რომელიც დღის 12 საათიდან ღამის 4 საათამდე გთავაზობთ მადის აღმძვრელ ბურგერებს.

 

მაჭახელა მეიდანზე 

შეშის ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპური, ლობიანი, პიცა და  სხვადასხვა საფირმო ცომეული სწრაფი კვების ქსელის ამ ფილიალში 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ. რამდენად სასარგებლოა ღამის საათებში ცომეული თქვენი ფიგურისთვის, ეს უკვე თავად გადაწყვიტეთ.

 

ფასანაური მეიდანზე

კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში, გაძლევთ საშუალებას მიირთვათ ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი და ხაში, მაშინ როცა გინდათ. აქ  სტუმრობის ბენეფიტი კარგი ხედია.

 

ღამის პიცა 

შუაღამიდან, ანუ ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე შეგიძლიათ შეუკვეთოთ იტალიური პიცა, ცივი სასმელები, სასურველი სოუსები და ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით.

ლუდის ბარი ბერნარდი – აბაშიძისა და ტაბიძის ქუჩებზე 24 საათის განმავლობაში გთავაზობთ როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულოს კერძებს.

 

სტელა არტუა შარდენზე

ასევე 24-საათიანი რესტორანია, რომელიც ვეგეტარიანულ მენიუსაც მოიცავს და სურვილის შემთხვევაში, საკვების თან წაღების სერვისსაც გთავაზობთ.

დაბოლოს, “მაკდონალდსი”, რომლის კოსტავას, ბალანჩინისა და მარჯანიშვილის ქუჩების ფილიალები 24 საათის განმავლობაში მზად არის შემოგთავაზოთ ყველაზე ცნობილი ფასთფუდ მენიუები.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.