fbpx

“რედკოს” პატარა ქალაქი ახალ გუდაურში


გააზიარე სტატია



დეველოპერული კომპანია Redco ახალ გუდაურში საუკეთესო, ოთხი სეზონის დასახლებას, პატარა ქალაქს ქმნის, რომელიც შალეს ტიპის აპარტოტელებისგან შედგება. Redco-ს სივრცეში მოიძებნება ყველაფერი, რაც მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის, იქნება ეს სპა ცენტრი, რესტორნები თუ სათხილამურო აღჭურვილობის მაღაზია “ბისფლენდიდ გუდაური”. “რედკოში”  არსებულ სივრცეებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება მარკეტინგის ხელმძღვანელი კატია აბსანძე.

 

 

საიდან გაჩნდა იდეა და რა პროდუქციას ნახავს ბისფლენდიდ გუდაურის” მაღაზიაში მომხმარებელი?

ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ დამსვენებლებზე და ვცდილობთ შევუქმნათ მათ კომფორტის ზონა ახალი გუდაურის ტერიტორიაზე, შესაბამისად, “ბოგნერის” ბუტიკის გახსნაც ამ იდეას ემსახურება, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ბრენდი გამორჩეული და დახვეწილია სათხილამურო კურორტისთვის, დამსვენებელი მარტივად შეძლებს შეიძინოს მისთვის სასურველი სათხილამურო ეკიპირება სულ რამდენიმე ნაბიჯში მისივე აპარტამენტიდან.

 

 

მაღაზიის გარდა რა სივრცეები ფუნქციონირებს “რედკოს” დასახლებაში?

ფერადი და სასიამოვნო დღის ბოლოს დამსვენებელს შეუძლია განიტვირთოს ჩვენს სპაში,  სადაც სარელაქსაციო ზონა ფუნქციონირებს, ასევე შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის რესტორნებსა თუ ლაუნჯში ცოცხალ მუსიკას მოუსმინონ, ტერიტორია დატვირთულია სხვადასხვა ტიპის გასართობი ობიექტებით, სადაც მათ გართობის დიდ არჩევანს ვთავაზობთ.

 

როგორც ვიცით კომპანია ღია აუზის განხორციელების პროექტს იწყებს. გვესაუბრეთ პროექტის შესახებ

ჩვენი მიზანია გუდაური ოთხი სეზონის კურორტად ვაქციოთ. შესაბამისად, ისეთი ტიპის ინსფრასტრუქტურას ვქმნით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და უფრო მეტი ტურისტის მოიზიდავს არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ გაზაფხულსა და ზაფხულშიც.

 

 

უახლოეს დროში ხომ არ იგეგმება რამე საინტერესო ღონისძიება?

ალპების ცნობილ კურორტებზე საკმაოდ ხმაურიანად აღნიშნავენ ვალენტინობას , არც ჩვენ ჩამოვრჩებით ტენდენციებს და ვგეგმავთ საინტერესო დღის მოწყობას. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაგაცნობთ.

 

გვიამბეთ “რედკოს” ფოტოკონკურსის შესახებ, რა პირობებია მონაწილეობის მისაღებად და რა არის პრიზი?

ფოტოკონკურსი მიმდინარეობს და დასრულდება 15 თებერვალს, საკმაოდ მარტივი წესები გვაქვს და ძალიან სასიამოვნო პრიზები, მაგალითად,  პარაპლანით ფრენა და საოცარი მთების ხედით ტკბობა და სასტუმრო New Gudauri Residence and Spa-ში ორღამიანი ვაუჩერი.

 

 

როგორია “რედკოს” სამომავლო გეგმები? როგორი სახე ექნება საბოლოოდ კურორტს?

აქტიურად ვემზადებით 2023 წლის ჩემპიონატისთვის და ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი რეგიონს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად გამართული იყოს ამ პერიოდისთვის, დაემატოს საპარკინგე ზონა, ასევე შემოდის რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადს, იგეგმება საინტერესო ფესტივალის ჩატარება, რომელიც პოპულარულს გახდის გუდაურს ზაფხულის სეზონზეც, ასე რომ, წინ დიდი და საინტერესო გზა გვაქვს გასავლელი ბევრი გამოწვევებით.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.