fbpx

4 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნახეთ “მხევლის წიგნის” მესამე სეზონის პირველი ოფიციალური ტრეილერი

რამდენიმე საათის წინ Hulu-მ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სერიალის, “მხევლის წიგნის” მესამე სეზონის პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა. მართალია, ჯერ ზუსტად არ ვიცით  როდის დაიწყება სეზონი, თუმცა, როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, წინ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბები გველოდება. 

წყარო: https://www.youtube.com

 

შესაძლოა CW-ის დრამა Gossip Girl ეკრანზე დაბრუნდეს


როგორც არხის პრეზიდენტი მარკ პედოვიცი ამბობს, ამ ეტაპზე სერიალის დაბრუნებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს. სერიალის პრემიერა CW-ზე 2007 წელს შედგა.

წყარო: https://www.eonline.com/

 

მუსიკოსი და მსახიობი ჯონი ფლინი დევიდ ბოუის შესახებ გადაღებულ ბიოპიკში Stardust მთავარ როლს შეასრულებს

სიუჟეტი 1971 წლიდან დაიწყება, როდესაც ბოუი პირველად ჩავიდა ამერიკაში და მის ვარსკვლავურ გზას სრულად გვიჩვენებს.

წყარო: https://screenrant.com/

 

 ბრაიან კრენსტონმა შოუთაიმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის არხის ახალ მინისერიალში Your Honor მთავარ როლს შეასრულებს

ახალი იურიდიული ტრილერი ჩიკაგოში მცხოვრები საზოგადოების შესახებ იქნება. კრენსტონი მოსამართლის როლს მოირგებს, რომლის შვილსაც დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან აქვს კონტაქტი.

წყარო: https://www.irishexaminer.com/

 

ნახეთ სოსო ბლიაძის ახალი ფილმის, “ოთარის სიკვდილი” პირველი კადრები:

#მალე სოსო ბლიაძის სადებიუტო ფილმი "ოთარის სიკვდილი"

#მალე მაყურებელი სოსო ბლიაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს "ოთარის სიკვდილი" ნახავს. მანამდე კი იხილეთ სიუჟეტი გადასაღები მოედნიდან.#ოთარისსიკვდილი #ახალიქართულიფილმი #ეროვნულიკინოცენტრი

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Freitag, 1. Februar 2019

წყარო: https://www.facebook.com/

 

 ვენის „ალბერტინას“ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები 400 ათასზე მეტმა ვიზიტორმა ნახა

ვენის „ალბერტინას“ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები 400 ათასზე მეტმა ვიზიტორმა ნახა

ვენაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნა. პროექტის ფარგლებში ასევე პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, სახელწოდებით „ფიროსმანის მაგიდა“, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნებოდა. ფიროსმანის ტილოების ექსპოზიციას „ალბერტინას“ მუზეუმი 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე მასპინძლობდა.

წყარო: https://1tv.ge/

 

Google Assistant-ის რეკლამაში კევინ მაკალისტერის შემდეგ მძარცველებიც გამოჩნდნენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Fast & Furious-ის სპინოფის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.