fbpx

Facebook Messenger-იდან უკვე შეგიძლიათ შემთხვევით გაგზავნილი უხერხული მესიჯი წაშალოთ


გააზიარე სტატია

 

მარკ ცუკერბერგი აღარაა ერთადერთი ადამიანი, ვისაც მესენჯერში უკვე გაგზავნილი მესიჯის გაუქმება შეუძლია.

“ფეისბუკის” მესენჯერს, როგორც იქნა, გაგზავნილი მესიჯის “დაბრუნების” ღილაკი – ერთი წლის წინ დაპირებული “Unsend” დაემატა. “ფეისბუკის” განცხადებით, ფუნქცია მესენჯერის აპლიკაციის iOS და Android პლატფორმებზე გააქტიურდა.

ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, ჩეტში უნდა დააჭიროთ მესიჯს და მონიშნოთ “Remove”, რის შემდეგაც აპლიკაცია შეგეკითხებათ მესიჯის წაშლა ყველასთვის გსურთ თუ მხოლოდ თქვენთვის (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მესიჯი მხოლოდ თქვენს ჩეტში წაიშლება, მაგრამ სხვებისთვის ის ისევ ხელმისაწვდომი იქნება).

თუმცა, ფუნქციას ერთი დათქმაც მოყვება – თქვენი მესიჯის წასაშლელად მხოლოდ 10 წუთი გაქვთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, თქვენ შეცდომით აკრეფილ გზავნილს ვეღარაფერს მოუხერხებთ.

Unsend ფუნქციაზე მუშაობა ფეისბუკმა გასულ აპრილს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მარკ ცუკერბერგის რამდენიმე მესიჯი, მათი გაგზავნიდან მრავალი წლის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში გაქრა სხვა მომხმარებლების ინბოქსებიდან. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ მესიჯების წაშლა შესაძლებელი გახდა აქამდე არსებული გასაიდუმლოებული ფუნქციის საშუალებით, რომელიც კომპანია “სონიზე” ჰაკერული თავდასხმების შემდეგ, 2014 წელს გაააქტიურეს.

კომპანიამ ბოდიში მოიხადა აღნიშნული ფუნქციის მხოლოდ აღმასრულებელი პირებისთვის ხელმისაწვდომობის გამო და განაცხადა, რომ Unsend ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა მანამდე, სანამ “ფეისბუკის” მენეჯმენტი შეძლებდა მეტი ძველი მესიჯების წაშლას.

“ფეისბუკმა” აასრულა დანაპირები, მაგრამ ფუნქციას ცუკერბერგისგან გასხვავებით, ბევრად შეზღუდული ვადები გააჩნია. შესაბამისად, თუ თქვენ იმედი გქონდათ, რომ თავიდან მოიშორებდით წლების წინ დაგზავნილ უხერხულ ჩეტის ისტორიებს, სამწუხაროდ არ გაგიმართლათ. თუმცა, ათი წუთი საკმარისი დროა იმისთვის, რომ თქვენ მომავალში სირცხვილისგან გიხსნათ, თუ მესინჯერის ამ ახალ ღილაკს საკმარისად სწრაფად გამოიყენებთ.

ორიგინალი: https://mashable.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.